გურიის მოამბე

მიხეილ სააკაშვილი-უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვით და ვიდეო კონტენტის მიღებაზე

რადგან ჩემი ტყვეობის პირობები აქტუალური გახდა, დამატებით დეტალებს მოგაწვდით. ვიმყოფები პატარა, ბნელ, ტარაკნებიან, უჰაერო საკანში, სადაც ტუალეტის ნაცვლად ჩეჩმაა (ასეთივე პირობებშია ყველა პოლიტპატიმარი აქ).
1 ოქტომბერს სრულდება ჩემი ტყვეობის 5 წელი. ზუსტად იმდენი, სერვანტესი რომ ჰყავდათ ტყვეობაში 🙂
ამდენი ხნით სამარტოო საკანში მოთავსება, საერთაშორისო ნორმებით, უტოლდება წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ციხე მდებარეობს ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი რუსთავის ცემენტის ქარხნის მომდებარე ტერიტორიაზე და იქიდან მუდმივად თავზე გვეყრება ამ ქარხნის კანცეროგენური მტვერი, რომელიც სუნთქვას აძნელებს.
განსხვავებით პატიმრობის 99%-სა, მთელი ეს დრო აკრძალული მაქვს სატელეფონო ზარების განხორციელება (ბოლო ხანს მხოლოდ ალისასთან კვირაში რამდენიმე წუთით საუბრის ნება დამრთეს) მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით გათვალისწინებულია.
უარს მეუბნებიან უკრაინის კონსულთან შეხვედრაზე, უკრაინული ბეჭდვით და ვიდეო კონტენტის მიღებაზე. ჩემს ადვოკატებს რატომღაც ეკრძალებათ ფოტოების შემოტანა, მათ შორის ჩემი შვილებისა და შვილიშვილის ფოტოების. ასევე არაერთხელ უთხრეს უარი მრავალრიცხოვან საერთაშორისო, სამთავრობო და საპარლამენტო დელეგატებს ჩემს მონახულებაზე.
ერთი სიტყვით, მეპყრობიან როგორც სამხედრო ტყვეს, ოღონდ მათი რუსი უფროსების მსგავსად არ იცავენ ჟენევის კონვენციას. ეს ყველაფერი როგორც დასაწყისში ჩემი წამება და მოწამვლა რა თქმა უნდა გათვლილია ჩემს გატეხვაზე, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერასდროს ეღირსებიან ივანიშვილი თავისი ტურა ქოცებით და მისი პატრონი მოსკოვში
ნათქვამია, პატიმრობაში მყოფი, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, ციხიდან გამოგზავნილ წერილში,რომელსაც მისი, ოფიციალური ფეისბუკ გვერდი აქვეყნებს;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights