ბიონიკური თვალი უსინათლოებს მხედველობას აღუდგენს — კვლევა

ბიოელექტრონიკის კომპანიამ, Pixium Vision-მა ახლახანს 2020 წლის HealthTech Award მიიღო. მათ ეს პრიზი ინოვაციური ბიონიკური ხედვის ტექნოლოგიის გამო მიიღეს, რომელიც უსინათლოებისთვის მხედველობის აღსადგენად არის შექმნილი.

სისტემა ევროპაში ჯანდაცვის მხრივ, შემდეგი თაობის ყველაზე ნოვატორულ ტექნოლოგიად აღიარეს.

ახალი ბიონიკური ხედვის სისტემა სულ მალე ბაზარზე გამოჩნდება

“მიღებული ჯილდოთი ძალიან ვამაყობთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს სისტემას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ადამიანებს მხედველობის გაუმჯობესებაში აუცილებლად დაეხმარება.” — განაცხადა Pixium Vision-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლოიდ დიიმონდმა.

ინოვაციური სისტემა შედგება ფოტორეცეპტორების შემცვლელისგან, რაც რეცეპტორების იმპლანტირების საშუალება იძლევა. ტექნოლოგია დახვეწის პროცესშია, ხოლო კვლევები უკვე 2020 წლიდან მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ კვლევები კლინიკურ ფაზაზეა და მალე პროდუქტის ბაზარზე გამოჩენასაც ელოდებიან.

ბიონიკურ მხედველობას უსინათლო ადამიანების ცხოვრების ძირეულად შეცვალა შეუძლია

კვლევები აჩვენებს, რომ ინოვაციური Prima სისტემის გამოყენებით მშრალი თვალის (AMD) მქონე პაციენტებს მხედველობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. ეს აისახა როგორც ცენტრალურ, ისე პერიფერიულ მხედველობაზე.

როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს ნიშნავს, რომ ბიონიკური მხედველობის სისტემა უსინათლოებს მხედველობის აღდგენაში აუცილებლად დაეხმარება.

Pixium Vision-ის სისტემა აერთიანებს მიკროელექტრონიკის, ალგორითმების, ვიზუალური დამუშავების და ნეირობიოლოგიის უახლეს მიღწევებს. საბოლოო მიზანი კი, უსინათლობის დამარცხებაა. როგორც კომპანიაში ამბობენ, ისინი ამასთან ახლოს არიან.

on.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: