ვახუშტი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) გურულების შესახებ:
“…ხოლო კაცნი და ქალნი მზგავსნი იმერთა ზნითა, ქცევითა, სარწმუნოებითა, რჯულითა, სამწყსონი აფხაზეთის კათალიკოზისანი, შემოსილნი ეგრეთვე და შუენიერებითაცა, არამედ უმეტეს კეკელანი და რბილნი, ენა-ტკიბლმოუბარენი, უმეტეს წიგნის სიტყვით (მესხთაებრ), არამედ ქართულისავე ენისანი და არა სხვისა. ბრძოლასა შინა შემმართებელნი და იმერთა თანა ვერ შემდარენი, უქურდალნი, უავაზაკონი; ვითარცა ოდიშარნი, სტუმრის მოყუარენი და კეთილად შემწყნარენი, კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.” (ქ. ცა, IV, გვ. 793:9-16)
წყარო: “გურიის რესპუბლიკა”