“სხვაგან ვერ ვიტყვი რა ხდება, ოზურგეთში კი ს.კ.’მერცხალი” ძალიან ცუდ მდგომარეობაშია,ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ გუნდმა ვერ მიღოს მონაწილეობა რეგიონ ლიგაში,ფეხბურთელების სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებაზე არავინ არ ფიქრობს. 5 იანვარს დაიბარეს ფეხბურთელები სავარჯიშოთ და ვარჯიში არ შედგა, 6 ფეხბურთელი მივიდა… პირველ თებერვალს კი, ოფიციალური თამაშია. ვინ აგებს პასუხს გუნდი ასეთ მდგომარეობაში რომ არის?”-აღნიშნული პოსტით ოზურგეთის მერცხალის ყოფილი მწვრთნელი, ხარიტონ ჩხატარაშვილი საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის სახელმწიფოსგან ფედერაციისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბრობს.
ცნობისთვის:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ინიცირებული.
2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიური ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.

მსგავსი სტატიები
- 91
31 წლის ია თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ყავს. კერვა სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. ოზურგეთში ატელიე გახსნა და ბავშვების ხაზით კერვა დაიწყო, მისი ბიზნესი, მალევე ძალიან წარმატებულ საქმიანობად იქცა. – როდის დაინტერესდით კერვით და რატომ? – 18 წლის გავთხოვდი, სამი…
- 90
“უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტიპენდიის ასაღებად ვიყავი მისული, რამდენიმე ამხანაგთან ერთად, სალარო დაკეტილი დაგვხვდა და ველოდებოდით. დერეფანში, დიდ ფანჯარასთან ქალბატონი ანა კალანდაძე იდგა. ისაა? ნამდვილად ისაა? არაა , კია.. მივუახლოვდი და თავაზიანად მივესალმე, რამდენიმე სიტყვის თქმაც შევბედე. რომ დავრწმუნდი არ ვაწუხებდი ვუთხარი, რომ ოზურგეთიდან, სოფელი ასკანიდან ვარ, რომ ჩვენი ქართულის მასწავლებელი…
- 90
ოზურგეთის მონადირეთა ჯგუფმა გასული წლის განმავლობაში 10 მგელი მოკლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებაში მოქმედმა მონადირეთა ჯგუფმა გასული 2020 წლის გამნმავლობაში ნატანებში, ბაილეთში, ლაითურში, ჩალიანისა და ლეკიანის საყანე ფართობებში 10 მტაცებელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში მინიჭებული კვოტით ამოიღო. მტაცებლები გურიის ფერმერებსა და გლეხობას უკვე რამდენიმე წელია ავიწროებენ,…
- 90
კათოლიკეებთან კავშირი პირველად დაამყარა გურიის მთავარმა, მამია II გურიელმა, რომელსაც კათოლიკე მისიონერები ლუდოვიკე გრანჯერიო და სტეფან ვიო დხმარებას უწევდნენ 1614 წლის 13 დეკემბერს ოსმალეთის იმპერიასთან ზავის დადებაში. გურიელმა კათოლიკეები ბაილეთში მიიღო, 15 დღის განმავლობაში უმასპინძლა, მათთან ერთად შეხვდა შობას და სთხოვდა მისიონერების გამოგზავნას გურიაში. მისიონერები გურიაში ოცი წლის შემდეგ, 1634 წელს,…