ქოცთა მოლაპარაკე პირები 2 დღეა ლამის სკანდირებენ, რომ რუსთაველის პროტესტანტებს უცხოეთი (სავარაუდოდ,”დიპ სთეითი”) აფინანსებსო….რა მაქვს თქვენთან დასამალი და არ მჯერა…აქციებზე დავდიოდი ჯერ კიდევ ნაცების მმართველობის დროიდან, ქოცების ჟამს მოვუხშირე, მაგრამ შაური არავის მოუცია..მხოლოდ ერთხელ
დამპატიჟა უფასო ყავაზე ჩემმა ძველმა მეგობარმა, არქიტექტორმა ვაჟა ქილიფთარმა, მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი, რადგან თეონა ექიმის მკაცრი რეკომენდაციით, ეს გავრცელებული სასმელი ამეკრძალა, თუმცა არც ადრე ვიყავი დიდი მოყვარული,,,(დათო თენიეშვილის შავ ჩაის ვამჯობინებ)….ჰოდა, ისევ პირველ სიტყვასა მოვიდეთ: თუ მართალია რუსთაველზე მდგომთა ჩახელფასიანება (უეჭველია, ლარს არ აკადრებენ, ევროსთან, ან დოლართან გვექნება საქმე), ნახევარი ქვეყანა, მათ შორის ჩემი მეზობლების საკმაო ოდენობა, უცხოეთშია გადახვეწილი ოჯახების სარჩენად, ჩამოვიდნენ და დადგნენ ორი საათით, დიდი… დიდი რამდენიმედღიანი ტუსაღობა აიკიდონ, რაც ძნელი სულაც არ ჩანს, რადგან იზოლატორებიდან სუყველა გაღიმებული გამოდის, დარწმუნებული ვარ, დამჭერებს დასცინიან….
დამპატიჟა უფასო ყავაზე ჩემმა ძველმა მეგობარმა, არქიტექტორმა ვაჟა ქილიფთარმა, მაგრამ თავაზიანი უარი ვუთხარი, რადგან თეონა ექიმის მკაცრი რეკომენდაციით, ეს გავრცელებული სასმელი ამეკრძალა, თუმცა არც ადრე ვიყავი დიდი მოყვარული,,,(დათო თენიეშვილის შავ ჩაის ვამჯობინებ)….ჰოდა, ისევ პირველ სიტყვასა მოვიდეთ: თუ მართალია რუსთაველზე მდგომთა ჩახელფასიანება (უეჭველია, ლარს არ აკადრებენ, ევროსთან, ან დოლართან გვექნება საქმე), ნახევარი ქვეყანა, მათ შორის ჩემი მეზობლების საკმაო ოდენობა, უცხოეთშია გადახვეწილი ოჯახების სარჩენად, ჩამოვიდნენ და დადგნენ ორი საათით, დიდი… დიდი რამდენიმედღიანი ტუსაღობა აიკიდონ, რაც ძნელი სულაც არ ჩანს, რადგან იზოლატორებიდან სუყველა გაღიმებული გამოდის, დარწმუნებული ვარ, დამჭერებს დასცინიან….ეს პოსტი შთამაგონა ნააზრევმა ქალბატონ ნინო წილოსანისა, რომელიც ბოლო 12 წელია, ჩემი უსასურვილესი პარლამენტარია და ასე დარჩება მარად, სანამ საქართველო საპარლამენტო ქვეყანა იქნება.
წერს პუბლიცისტი, თამაზ ხარაიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.








