“რიყის დოქები” მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე, 10 მილიონ 20 ათას ლარად გაიყიდა. მისი მფლობელი Global Victory Trust-ი გახდა.
კომპანია 2016 წლის 8 ივლისს, ლუქსემბურგის საჰერცოგოში არის რეგისტრირებული. მისი მენეჯერი რუსეთის მოქალაქე იგორ დიადჩენკოა.
მომავალი მესაკუთრე ვალდებულია მომდევნო 3 წლის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო-საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას ჩადებს. ამ გასხვისებით “რიყის დოქები” თავდაპირველ, ხელოვნების განვითარების იდეას კარგავს, რაც არ მოსწონთ ამ სფეროს წარმომადგენლებს.