“სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ”, – ასე ეხმაურება ქართველი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ალექსეი ნავალნისნ რუსეთსი დაბრუნების ფაქტს.
“რამდენად ბნელი და დამპალი უნდა იყოს ქვეყანა, რომ ამ ხარისხის პოლიტიკური გმირი შვას 21-ე საუკუნეში. სინათლეში იბადებიან გმირები, რომლებიც საქმეს, იდეას ცხოვრებას წირავენ, სიცოცხლეს რომ წირავენ, ის გმირები კი, მხოლოდ და მხოლოდ უკუნეთ სიბნელეში იბადებიან (არ ვგულისხმობ ვინმეს გადარჩენისას დაღუპულ გმირებს, მაშველებს, გამვლელებს, რომლებიც გმირებად იქცნენ). და ეს ხდება ახლა, უბნელეს რუსეთში. ნავალნის თვითმფრინავი დაჯდება მალე ვნუკოვოს აეროპორტში. ამაღელვებელია. და რა პაწაწინა ჩანს პუტინი, ალბათ მხოლოდ ამ თვალის ჩაპაჭუნებადაც უღირს ჩაფრენა ნავალნის”, – წერს ფანჯიკიძე Facebook-ზე