ალბათ უცხოპლანეტელებმაც კი იციან, რომ დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ადგილის სანახავად ისლანდიას უნდა ეწვიონ. ქვეყანაში 2019 წლისთვის 360 390 ადამიანი ცხოვრობს და მათ ნებისმიერი კეთილი არსების სტუმრობა გაეხარდებათ.
მგრგვინავი ვულკანები, კლდოვანი მთები, მყინვარები, ღრმა ყურეები — ციცქნა ქვეყანაში ყველაფერია და მრავალფეროვანი და მდიდარი ბუნება ყოველწლიურად მართლაც უამრავ ტურისტს იზიდავს.
ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდი, რომ ისლანდია შენი მომდევნო დანიშნულების ადგილი უნდა იყოს? გადაავლე თვალი ამ ადგილებს და გვითხარი, შეგაცვლევინეთ თუ არა აზრი. რეკომენდაცია: აქ ყოფნისას, ჯობს კამერა დაუშვა და სუნთქვისშემკვრელი გარემოთი დატკბე.
1. ჰოფსკირკია – ეკლესია ტორფის სახურავით
2. გაყინული მდინარე
3. იოკულსაურლონი – მყინვარული ლაგუნა
4. ძველებური სახლი ბალახით დაფარული სახურავით
5. სოლჰეიმასანდური
უსასრულო ჰორიზონტი ვარსკვლავებით დაფარული ცის ფონზე და მიტოვებული თვითმფრინავის ჩონჩხი, რომელიც ფილმის პოსტერს მოგაგონებთ.
6. 60-მეტრიანი ჩანჩქერი, სელიალანდსფოსი
7. ხანჭკოლებით სავსე მინდორი
8. ვულკან ეიაფიადლაიოკუდლის ამოფრქვევა 2010 წელს
9. ჩრდილოეთის ნათება კირკიუფელის მთის მიღმა
10. გეოთერმული კრატერული ტბა ვიტი
11. კირკიუფელის მთა
12. მდინარის შესართავი ჰვითაურვატნის ტბაში
13. ჰენგიფოსის ჩანჩქერი
14. ისევ იოკულსაურლონი
15. მივატნის ტბა
on.ge