ბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს:
“120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და ისე სამაგალითოდ დაეხმარენ რომ ეს ისტორია დღემდე ლეგენდასავით დადის საზოგადოებაში. იქედან მოყოლებული 120 წელზე მეტია ვცხოვრობთ ასე ძმურად ჩვენს წინაპართა ნაკვალევზე, ვიყოფთ ჭირსა და ლხინს და ვემსახურებით ერთ საერთო სამშობლოს, ამაში ჩვენთვის ხელი არასოდეს შეუშლია იმას რომ სხვადასხვა სალოცავ ში დავდივართ, პირიქით, ამით ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ რამეთუ ჩვენი გადარჩენა სწორედ რწმენაშია რომელიც ორივე სარწმუნოებაში, სიკეთეს, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას და გატანას გვასწავლის. ღმერთმა დაგვიფაროს რომ ამ ყველაფრის შემდეგ თითო ოროლა უსინდისო ნაძირლების ანკესზე წამოვეგოთ და ჩვენი ქვეყნის მტრების საქმე გავაკეთოთ, ამიტომ მივესალმები ბატონი ზაური ოსეფაიშვილის პოზიციას რომელიც კარგად განმარტავს ამ ურთიერთობის ისტორიას და ყველა საღად და ეროვნულად მოაზროვნეს მოუწოდებ რომ სადაც შევძლებთ და როგორც შევძლებთ აუხსნათ ეს ყველაფერი მათ ვინც დაბნეულ , გაურკვეველ პოზიციაშია და არსებობს საფრთხე რომ იქცნენ მავანთა ბრმა იარაღად. არავის მივცეთ საშუალება წაგვართვას ის რაც ჩვენს წინაპარს სისხლის ფასად დაუტოვებია ჩვენთვის, ჩვენი ერთიანობა. ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!” – წერს ირემაძე.
ბუკნარში მიმდინარე დაპირისპირებას, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ჩოხატაურის ყოფილი გამგებელი და ამჟამად ორგანიზაცია “შალომ გურიას” ხელმძღვანელი, ზაურ ოსეფაიშვილი გამოეხმაურა:
“რაც ბუკნარში ხდება უკვე ერთ კვირაზე მეტია ეს ჩვენი, ორივე მხარის, ყველას სირცხვილია. ჩვენ ჩოხატაურლები განსხვავებული ხალხი ვართ.არასოდეს დაგვიყვია ჩოხატაური ქრისტიანებად და მუსულმანებად. 130წელზე მეტია ჩოხატაურში, თქვენ რომ ეძახით( ზოგიერთების საყურადღებოდ) ქართველ მუსულმანებს, ცხოვრობენ სოფელ ზოტში და ჩვენ ოდიდგანვე მხოლოდ ჩოხატაურლობა გვაერთიანებდა. ჩვენთვის ზოტელი ზოტელია, ჩხაკაურელი ჩხაკაურელია,გუთურელი გუთურელია და ხეველი ხეველი.არაფრით გავსხვავდებით ერთმანეთისდან გარდა იმისა,რომ ერთმნეთს პატივს ვცემდით და ჩვენი ეს ურთიერთობა სამაგალითო იყო ყოველთვის.მაშინ არც ზოტელმა და არც ჩაისუბნელმა, საჭამიასერელმა და ჩხაკოურელმა არ იცოდა- სეკულარული-ამ სიტყვის მნიშვნელობა, რაში ჭირდებოდა. და დღეს თუ ამ სიტყვას ვიყენებთ ყველამ უნდა იცოდეს,რომ სეკულარულ სახელმწიფოში ყველას ააქვს აღმსარებლობის უფლება.ღმერთმა ნუ ქნას (როგორც გაჟღერდა) ამაში ვინმეს ხელი შეგნებულად ერიოს.მერწმუნეთ. იმაზე საცოდავი არავინ იქნება.