გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანების ეპიზოდზე სამ საბურთალოელს ამნისტია შეეხო. დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეწყდა.
სამივე მათგანი წინა სასამართლო სხდომის გადაწყვეტილებით გირაოთი გაათავისუფლეს. მათ ციხე დანაშაულის აღიარების შემდეგ დატოვეს.
ძალადობის ეპიზოდზე დაზარალებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.