“გურიისა და გურულების ისტორიის მემატიანე შესანიშნავი ქალბატონი ზოია ტუღუში. მისი ყოველი ახალი წიგნი ჩემ სამაგიდო წიგნად იქცევა ხოლმე. მივესალმები წინადადებას ზოია ტუღუშის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელების შესახებ. მარა…ხელფასი რომ მოუმატონ არ იქნება ზედმეტი მგონია, საკრებულო და მერია ხომ იმატებენ ლამის ყოველ წელს ხელფასს, რით არიან გამორჩეულნი ქალბატონ ზოიაზე უფრო მეტად? სირცხვილია ეს და დაცინვაა ისეთი ადამიანების, როგორიც ქ-ნი ზოიაა და კულტურის სხვა დამცველი-ქომაგებისა, რომლებიც სამუზუემო საქმეს, მიუხედავად მათხოვრული ჯამაგირისა, მკერდით გადაფარებულნი იცავენ”
წერს, ცნობილი ისტორიკოსი, ირაკლი მახარაძე ფეისბუკ გვერდზე და ადგილობრივი მედიის მიერ ლანჩხუთის ხელისუფლებისადმი მიმართვას ეხმაურება.


ცნობისათვის, ადგილობრივმა მედია გამოცემამ,„გურია თუდეი“მ, ლანჩხუთის ხელისუფლებას ზოია ტუღუშის ლანჩხუთის საპატიო მოქალაქედ დასახელების წინადადებით მიმართა;






