გურიის მოამბე

“ორბი ბახმარო”ს დაწყება ცოტა გაჭიანურდა თუმცა სიახლეებს ამ დღეებში უნდა ველოდოთ

კომპანია “ორბის” მიერ კურორტ ბახმაროში დაგეგმილი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შესახებ სიახლეებს საზოგადოება ამ დღეებში გაიგებს;
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” კომპანიასთან დაახლოებულმა პირებმა უთხრეს;
საუბარი იქნება, როგორც მშენებლობის დაწყებისა თუ დასრულების თარიღებზე, ასევე საზოგადოებას დეტალურად მიეწოდება ინფორმაცია, თუ რა სახის პროექტის განხორციელება იგეგმება და როგორ – გვიხსნის იგივე წყარო.
თავად კომპანიის წარმომადგენლებს, ამ თემაზე, ამ წუთას, საუბარი არ სურთ:”რამდენიმე დღეში, როცა ყველაფერი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ დაზუსტდება, საზოგადოებას დეტალურად ვაცნობებთ” – ასეთია პასუხი;
აღსანიშნავია, რომ, კომპანიას,  ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადად, 2027 წლის 31 დეკემბერი აქვს განსაზღვრული და დრო, ისედაც ცოტა რჩება-წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სამთავრობო სანქციებს დაექვემდებარება;
სათქმელია ისიც, რომ ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცებული აქვს.
“ორბმა” მთავრობას, მოთხოვნისამებრ  284 ათას 936 ლარი, უკვე გადაუხადა;
რა ვიცით ამ პროექტის შესახებ;
“ბახმარო იქნება ერთ-ერთი გამორჩეული კურორტი საქართველოს კურორტებს შორის”
ეს განცხადება –  “ორბი ჯგუფის” დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ 28 მარტს, ჩოხატაურში გამართული საჯარო შეხვედრის შემდეგ, სადაც პროექტი ადგილობრივებს გააცნო, გააკეთა;
თუმცა მას შემდეგ, ახალი საზოგდოებას არაფერი სმენია;
„ორბი ჯგუფის“ პროექტი კურორტ ბახმაროში, ითვალისწინებს მრავალფუნქციური, მასშტაბური 350-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსისა და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც კურორტის ოთხ სეზონზე გადაყვანას და ვიზიტორთა ნაკადების ზრდას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 350 ნომრიანი სასტუმროს მრავალფუნქციური კომპლექსი რვა ჰექტარზე, (82 215 კვადრატული მეტრი) აშენება.

პროექტი მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სივრცეებსა და დამხმარე საშუალებებს (მათ შორის აუზებს) კურორტის განვითარებისთვის.

“ორბის” წარმომადგენლების თქმით, პროექტის მიზანია ბახმაროს გარდაქმნა წელიწადის ყველა სეზონზე მოქმედ და მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ტურისტულ ცენტრად.

ახალი პროექტით, ბახმაროში დაგეგმილი 19 მეტრამდე სიმაღლის “ხის კოტეჯური ტიპის” სასტუმროს მშენებლობა  –  რომელიც “სრულად იქნება ადაპტირებული ადგილობრივ ლანდშაფტთან”, – წერს “ორბი“;

საზოგადოებრივი რეაქცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია,  ნაწილი საზოგადოებისა, ადგილობრივები და გარემოს დამცველები მწვავედ აპროტესტებენ მასშტაბურ ბეტონის მშენებლობებს კურორტზე და საუბრობენ საფრთხეზე – ბახმაროს უნიკალურ ეკოსისტემასა და ტრადიციულ იერსახის შესაძლო გაუარესებაზე – “ბახმარო ბეტონის გარეშე”.

დეველოპერი და პროექტის მომხრეები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რეგიონში, ეკონომიკურ აქტივობასა და მაღალშემოსავლიან ტურიზმს მოიზიდავს

პროექტი რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, ახალი განკარგულების მიხედვით კი, მრავალ ფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. მიზეზად კოვიდ პანდემიის გამო პროცესების შეფერხება სახელდება;

პროექტის ბიუჯეტი 100 მილიონი აშშ დოლარია.

  • უნდა აშენდეს 868 სასტუმრო ნომერი (აპარტამენტი).
  • 434 პარკინგის ადგილი (80% დაფარული).
  • 34 ბლოკი გადასასვლელებით.

“ორბის” კუთვნილი მიწის საერთო ფართობიდან – 82 215 კვადრატული მეტრი მიწიდან – სასტუმრო კომპლექსისთვის გამოყოფილია 59 087 კვადრატული მეტრი (5,91 ჰექტარი) მიწა.

16 245 კვადრატული მეტრი ფართობი(1,62 ჰექტარი) სარეკრეაციო ზონადაა მონიშნული.

ხოლო 6883 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი მონიშნულია, როგორც ტყის ზონა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights