მაკო გომური, რომელმაც 20 ივნისის სისხლიან ღამეს, სპეცრაზმელის ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა, მკურნალობის კურსის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებას ვერ ახერხებს. ამის შესახებ მაკო გომური “ფეისბუქ” პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ უკვე 1 თვეა არავინ გამოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროში, ვინც მისი გამგზავრების საკითხს მოაგვარებდა. ამასობაში კი როგორც მაკო წერს, თვალის პროთეზი დაუზიანდა და ტკივილები აწუხებს.
“ცოტა შორიდან მოვუვლი და ცოტაზე დიდი და გაბრაზებულზე ნათქვამი პოსტი გამოვა. დავიწყეთ. 20 ივნისის მერე ნიუ ჰოსპიტალიდან რომ გამომწერეს, ხო მეორე ღამესვე მოვიდნენ და მითხრეს სადღაც 4 საათში უნდა გაფრინდე გერმანიაშიო. მეთქი რატო? და პასუხის მიხედვით თურმე ჩემი ჯანმრთელობა არის უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუპირველესი. რამდენიმე იყვნენ- მათ შორის ავთო თალაკვაძე, ვინც არ იცით, ბატონი ავთო იყო (ახლა დატოვა თანამდებობა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი(დავაკოპირე, აქედან მარტო უფროსს ვიმახსოვრებ) . საკონტაქტო პირიც ის მყავდა მთელი ამ დროის განმავლობაში და ვიცოდი, წასვლის დრო რომ მოვიდოდა მისთვის უნდა მიმეწერა, ან თვითონ მწერდა. ჰოდა ეს რამდენიმე რომ იყო, ყველამ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი( 20 ივნისს დაზარალებულების) ,,მკურნალობის ამბების’’ მოგვარება. ,, აი მაკო, როგორც ჩემი შვილს ისე გეუბნები’’ ,,მაკო პირადად მე…’’ ,,შენ და გიოს, მაკო, როგორც ჩემს და ძმას ისე გიყურებთ’’ და ეგეთი თაბრუ-დამხვევი ფრაზები. მოკლედ, ზღაპრები. ბევრი ყოყმანის და სახლიდან თხოვნების შემდეგ დავთანხმდი და გავფრინდი. იმის მერე კიდევ ვიყავი რამდენჯერმე. ბოლოს ვიყავი არჩევნებამდე, ვიმეორებ-ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ა მ დ ე ! (6 სექტემბერს ჩამივფრინდი) ექიმმა 3-5 თვეში უკან დამიბარა. ზუსტად 1 თვეა ჰაერში ვართ გამოკიდებულები. ავთო თალაკვაძე წავიდა და კაცი-შვილი არ მოიძებნა, ვინც ამ ყველაფერს დაგეგმავს. ან მოიძებნება, უბრალოდ ჩვენთვის არ იძებნება, ხვდებით? საკმარისზე ბევრი ვატრაკეთ ალბათ თავის დროზე და ეხლა ცოტა დააყენეთო. იქ რეკავ, იქ დარეკეო, იქ რეკავ ჩვენ რა შუაში ვართ იქ მიდიო და ასე. ქართული ოცნება / Georgian Dream საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯერ თქვენგან დავიწყებ. ზუსტად 3 კვირის წინ გამიტყდა თვალის პროთეზი, მართლა გამიტყდა. თვალში ვისვამდი და დამივარდა და გატყდა (შეგიძლიათ გაგეცინოთ, ხსნილია). და თვალში მიდევს პირველი პროთეზი, რომლიც არ შეიძლება არანაირად. მტკივა, ფორმა არ ემთხვევა, ნაოპერაციების ნაწებურებს აფუჭებს და ა.შ სხვა ზომებს ნუ მიმაღებინებთ და დროულად გამეცით პასუხი-მოაგვარებთ პრობლემას და გაგვიშვებთ, თუ უკვე შეიმშრალეთ-კიდეც საქმიდან დაბანილი ხელები? უბრალოდ მითხარით კი ან არა. გახარია 24/7ზე ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili რაღაცები გავიწყდებათ, არა? მოვლენებს ეტაპ-ეტაპ გაყევით უკან, სად მიხვალთ? რის ფასად, სად ხართ, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ? არა, არ გაქვთ. მშვიდი ღამე აქვე, ერთი დაძახება და ზუსტად ვიცი, არანაირი პრობლემა არ შემექმნება, ადამიანების ნათქვამი ,,შენს გვერდით ვარ’’ უბრალოდ გამოსროლილი სიტყვები არაა. უბრალოდ პრინციპის საკითხია, რატომ უნდა გადაიხადოს სხვამ ან მე, თქვენი დანაშაული და რატომ უნდა გამოასწოროს. ასე არ გამოვა”.
მსგავსი სტატიები
- 99
"თქვენ გელით სიკვდილი (ბოდიშის გარეშე) ვუბრუნდები ჩემს მიერ შეპირებულ პუბლიკაციას, რის შესახებაც ერთი კვირის წინ გავაკეთე მოკლე ანონსი. შეგახსენებთ, რომ თემა ეხება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, რომლის მთავარი პრიორიტეტი თითოეული თქვენგანის უსაფრთხოებას უნდა წარმოადგენდეს და არა საფრთხეს, რომელმაც შესაძლოა ერთდროულად გაგანადგუროთ, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად და მატერიალურად. მეორე ათეული წელია ვცხოვრობ…
- 99
1. არ იფიქროთ იმაზე, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები – თავისფლების საიდუმლო 2. აზრები აუცილებლად მატერიალიზდება – სასურველის შექმნის საიდუმლო 3. შეიყვარეთ და მიიღეთ თქვენი სხეული – სილამაზის საიდუმლო 4. არ გაკიცხოთ და გააკრიტიკოთ როგორც, საკუთარი თავი, ასევე სხვები – მეგობრობის საიდუმლო 5. გაეცით სიყვარული და ნუ ეცდებით საყვარელი ადამიანების შეცვლას – სიყვარულის საიდუმლო 6. თავიდან ისწავლეთ გაცემა და მერე მიღება – სიმდიდირის საიდუმლო 7. ნაკლები იფიქრეთ,…
- 99
მე რომ ასეთი საქმეები მეკითხებოდეს, 9 აპრილს, დასვენების კი არა, დიდი შრომის დღედ გამოვაცხადებდი. თავისუფლება, შეუშრობელი სისხლით რომ მოვიპოვეთ, ყოველდღიურ ვარჯიშს მოითხოვს და ასე ნარჩუნებდა. მაგრამ ამაზე ანუ სისხლით ახელილ თვალებზე, უფრო ვრცლად სხვა დროს. ხოლო 9 აპრილი მე 10 აპრილიდან და ასე მახსოვს – საჭმელს მაჭმევდნენ და ტელევიზორს ვუყურებდი,…
- 99
"ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…