მადიარზე ბევრი სისულელე ვრცელდება – სხვათაშორის “ქოცპროპაგანდამ” აიტაცა ისევ მადიარის თემა, ლამისაა თავისიანად გამოაცხადონ.გავარჩიოთ:
● „მადიარი – იგივე ორბანია” – კი. აბა რა მაგიტომ იკლავდით თავს “ქოცნება” ორბანის ასარჩევად 
ორბანი იყო პუტინის “თაგუნა” და მარიონეტი, მადიარი – ჯანსაღი მემარჯვენე და კონსერვატორი.
ოღონდ “ოცნება” არც ერთი არ ხართ – არც ჯანსაღი, არც მემარჯვენე, არც კონსერვატორი.
● „მადიარი პრორუსულია“ და “ანტიევროპელია” – მორიგი ბოდვა.
მადიარი არაა პროუკრაინელი, არც უნდა იყოს, მაგრამ არც ანტი უკრაინელი არაა. და არც უნდა იყოს წესიერი ადამიანი ანტი უკრაინელი.
წესიერი ადამიანი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში მინიმუმ რუსეთისკენ არ უნდა იყოს.
მადიარი სრულად იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინის მიმართ: უკვე თქვა, რომ არ დაბლოკავს არც ახალი სანქციების პაკეტებს, არც უკრაინისთვის დახმარებას.
სხვათაშორის, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ იმ დახმარებაში, რასაც ორბანი ბლოკავდა, 0 თეთრი იყო უნგრეთის წვლილი. პრაქტიკულად სხვისი ფულის გადაცემას ბლოკავდა ორბანი.
რაც ძალიან დიდი განსხვავებაა და რასაც “ტვიმედი” არ გეტყვით.
მადიარი არ ამბობს უარს რუსულ ენერგომატარებლებზე, რაც პრაგმატულია, ამავდროულად მზადაა დივერსიფიკაცია გაუკეთოს უნგრეთის ენერგომომარაგებას.
რაც ასევე პრაგმატული და ჭეშმარიტად პროუნგრულია.
ორბანი პრინციპულად უარს ამბობდა ხორვატიის გავლით ნავთობის იმპორტზე, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო. მას უბრალოდ პრინციპულად სურდა მხოლოდ რუსეთისგან მიეღო ნავთობი.
მადიარისთვის ეს ასე არ არის.
ამ ეტაპზე არც უკრაინას სჭირდება რამეში უნგრეთი და არც უნგრეთს უკრაინა.
უკრაინას უნგრეთისგან პრინციპში ბევრი არაფერი სჭირდება – უნგრეთის მთავრობამ არ დაბლოკოს პირობითად გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფული.
რომელშიც უნგრეთის წვლილი 0-ის ტოლია.ასევე – არ დაბლოკოს სანქციები და არ მიიღოს მონაწილეობა ომში კრემლის მხარეს, როგორც ამას ორბანი აკეთებდა (მაგალითად, უნგრეთი აწვდიდა რუსეთს სადაზვერვო მონაცემებს უკრაინაზე და ჰყავდა ჯაშუშების ქსელი უკრაინაში).
სულ ესაა. მეტი არაფერი სჭირდება ვინმეს არც უნგრეთისგან, არც მადიარისგან.
● „მადიარი რუსეთთან მოლაპარაკებების მომხრეა“ არგუმენტი – მადიარი კი არა, მეც მომხრე ვარ რუსეთთან მოლაპარაკებების.
ზელენსკიც. და აბსოლუტურად ყველა ნორმალური ადამიანიც.
უბრალოდ რუსეთის მხრიდან აქვს მოლაპარაკებებს აზრი დაკარგული, თორემ სიტყვების გაცვლა არ სჯობს დრონების და რაკეტების გაცვლას?!
●. „მადიარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია.“ – არც ჭირდება ამ ეტაპზე უნგრული იარაღი უკრაინას. იქეთ მიაწვდის, თუ დაჭირდათ.
საკმარისია, რომ უნგრეთმა არ დაბლოკოს ევროპული იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. მორჩა.
● „მადიარი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების წინააღმდეგია.“ – ისევე როგორც გერმანია, საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი და ევროკავშირის კიდევ ათეული ქვეყანა.
შევა უკრაინა დაჩქარების გარეშე – თქვენ არ ინერვიულოთ.
.
ორბანი უკრაინა-ევროკავშირის მოლაპარაკებების “კლასტერების” გახსნას ბლოკავდა. თუ მადიარი ამ “კლასტერებზე” ბლოკირებას მოხსნის, უკრაინისთვის ეგეც საკმარისია და დაიწყება მრავალწლიანი ბიუროკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება ომის დასრულებამდე არც დასრულდეს.
“ქოცნება” – ნუ მოიკლავთ თავს ამაზე ნერვიულობით. ნერვებს მოუფრთხილდით.
და ბოლოს – დააკვირდით რუსეთს.
პუტინის პრეს-სამსახურის უფროსმა, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი არ მიულოცავს მადიარს არჩევნებში გამარჯვებას, რადგან უნგრეთი „არამეგობრული ქვეყანაა“-ო.
გასაგებია, ხომ? 
დანარჩენი რა გითხრათ, რით გაგახაროთ. “ქოცნების” პროპაგანდას მაინც ნუ ასულელებინებთ თავს,
მეტი მე არაფერს მოველი მადიარისგან, თავისი ქვეყანა ჰყავს მისახედი.
ჩვენ კი ჩვენი ქვეყანა და ჩვენი რეალობა გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება უნგრულისაგან








