გურიის მოამბე

ვახო სანაია – “გვკიდია შენი ქართული ოცნება, შენი მილიცია, შენი სპეცრაზმი – არ მოგშორდებით, სანამ შენ არ მოგაშორებთ”

დავხრავთ ამ შეშინებულ უხეირო დიქტატორს.
მე და შენ თუ დაგვიჭერენ, ის ხომ აქ არის, მას თუ დაიჭერენ, სხვა იბრძოლებს და ასე დაუსრულებლად.
სად წაგვიხვალ ? როდემდე გაუძლებ ? ჩვენ ბოლომდე ! შენი ბოლო ისაა, რომ ამოვძირკვავთ შენს რეჟიმს.
გვკიდია შენი ქართული ოცნება, შენი მილიცია, შენი სპეცრაზმი, არ გვეშინია. გვკიდია პროპაგანდა, ისინიც, ვითომ ,,პრაგმატიკოსები”, ყველა ,,კეთილისმსურველი” ,,პოლიტიკოსი”, რომელიც დანებებას გვირჩევს. არ ამოგასუნთქებთ. ძლიერები ვართ. არაფრის გვეშინია.
ჩვენ ვიცით, რა იმარჯვებ ასეთ ბრძოლებში და ზუსტად ეგ გვაქვს, რისიც ყველაზე მეტად გეშინია – არ ვნებდებით, არ მოგშორდებით, სანამ შენ არ მოგაშორებთ. ჩვენ არ დავმთავრდებით, ბევრნი ვართ, თუმცა ერთიც რომ დარჩეს, მასაც უდიდესი ძალა აქვს, რადგან ბოლომდე წამსვლელი ადამიანი საშიშია, შენ კი სწორედაც ამის გეშინია.
დილა მშვიდობისა, მეგობრებო. ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას.
წერს ჟურნალისტი ვახო სანაია-ფეისბუკის საკუთარ გვერდზე;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights