ლანჩხუთის საკრებულის დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”რუსეთში მიმდინარე მოვლენებმა და პარალელურად ჩირგვებში გატრუნულმა საქ.ე.წ ხელისუფლების განცხადებებმა,კიდევ ერთხელ დაადასტურა,რომ ჭიპლარით არიან მიბმული პუტინზე და კრემლზე!
ამაში არც არავის ეპარებოდა აქამდეც ეჭვი,ვისაც ამის დანახვა უნდა,მაგრამ ამ 11 წლის მანძილზე, რაც კოლაბორაციონალური ხელისუფლება მართავს ქვეყანას,მათი ძალაუფლების მთავარ წყაროს, ანუ პუტინის, ამ მასშტაბის შიდა საფრთხე, არ შექმნია ძალაუფლების დაკარგვის. ჰოდა ამათაც აქ ენა გადაყლაპეს შიშიდან. აზრზე არ იყვნენ რა მოხდებოდა და როგორ განვითარდებოდა მოვლენები.დაინახეს რა, რომ პუტინი ისევ ადგილზეა, როგორც გველი მზეზე, ისევ გამოძვრნენ და დაიწყეს სისინი.
ყველაფერი დღესავით ნათელია, “რუსული ოცნება”არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მთავარი მტერი და მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე,გვაშორებს ქართველი ხალხის მთავარ ნებას, რომელზეც ყველა ერთხმად ვთანხმდებით – საქართველოს ადგილი არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით და არასდროს გახდება რუსეთის უკანა ეზო!” – წერს ასკურავა.