კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის მერობისათვის კვლავ დამოუკიდებლად იბრძოლებს

ოზურგეთის  საოლქო საარჩევნო კომისიას რამდენიმე წუთში, მერობის კანდიდატად  საინიციატივო  ჯგუფი  კოტე შარაშენიძის  რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავს.

საინიციატივო ჯგუფი მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვოვა ცანავა,  “ოზურგეთის საპატიო მცხოვრები” ალეკო ტუღუში, ექიმი დავით ჩანტლაძე, ნატანების გამგებელი ამირან ბაქანიძე და ოზურგეთის მერიის თანამშრომელი  ალეკო ბერიძე ოზურგეთის  N60 საარჩევნო კომისიას ოზურგეთის მერობის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართავენ.

შარაშენიძე ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედი მერი  განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისიის  წინ, რამდენიმე წუთში გააკეთებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share