ოზურგეთში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო- გურიის რეგიონისთვის გამოყოფილი ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია

ოზურგეთში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. პროცესი მშვიდად და ყველა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს. მოქალაქეები იმუნიზაციის პროცესში დილიდან აქტიურად არიან ჩართულნი.

გურიის რეგიონმა, პირველ ეტაპზე, ვაქცინის 360 დოზა მიიღო და ყველა დოზა უკვე დაჯავშნილია.
ვაქცინაციის მიმართულებით, “მედალფაში” შვიდი ბრიგადა, კვირაში შვიდი დღე იმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში მსურველებს უკვე ოთხივე სახის ვაქცინის არჩევანი აქვთ.

თამთა დოლიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share