ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელ გზაზე ასფალტი დაიგება

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით სოფელ ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ და შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელმა თემურ ჯახვამ დაათვალიერეს.
აღნიშნულ პროექტს, შ.პ.ს „გზამშენი 18“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 390 329 ლარს შეადგენს.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share