გურიის მოამბე

ვახო სანაია-უკრაინის პრეზიდეტმა აგრძნობინა (თბილისს) რომ ვითარება იცვლება და ივანიშვილი წამგებიან ბანაკშია

ზელენსკისა და კობახიძის გასაუბრებას ფართო სურათში უნდა შევხედოთ. თუ გვინდა, მივხვდეთ, საერთოდ რატომ შედგა ეს კომუნიკაცია, სწორედ უკრაინის პრეზიდენტის გადმოსახედით უნდა დავინახოთ, რადგან აღმოჩნდა, რომ შეხვედრა მისი წინადადება იყო. ეს არათუ უბრალო დეტალია, არამედ საკვანძო. მნიშვნელოვანია კონტექსტიც და შეხვედრის ადგილიც – რუსეთის ორბიტაზე მყოფ საქართველოს მეზობელი სომხეთი, რომელიც მოსკოვისგან თავისუფლდება.
კობახიძესთან საუბარი ზელენსკისგან კრემლისთვის გამიზნული გზავნილის მხოლოდ ერთ ფრაგმენტია. როგორ გამოიყურება დიდი სურათი – მაშინ, როცა პუტინი ბუნკერში იმალება და იხვეწება, 9 მაისს დრონი არ მოხვდეს თავში, ზელენსკი თავისუფლად გადაადგილდება მოსკოვის დაკარგული გავლენის სფეროში – ცოტა ხნით ადრე ზელენსკი შეხვდა ალიევს; ახლა ზელენსკი ჩავიდა სომხეთში, სადაც რუსეთის ბაზები დგას, მაგრამ პუტინს უკვე დაკარგული აქვს ეს ქვეყანა; ზელენსკი შეხვდა ორბანის დამარცხების შემდეგ წელში მოხრილ ფიცოს; ზელენსკისთვის კარი ყოველთვის ღიაა მოლდოვაში, რომელიც ასევე გამოემშვიდობა პუტინს.
ეს ის ქვეყნებია, სადაც მოსკოვმა პოზიციები დაკარგა. სადაც პუტინი გავლენას ინარჩუნებს, ეს საქართველოა.
რამდენიმეწუთიანი შეხვედრის შემდეგ კობახიძემ სასწრაფოდ შეგვატყობინა, რომ საუბარი ზელენსკის ინიციტივით შედგა. ამაზე ხაზგასმას ორი მიზეზი ჰქონდა : პირველი, პუტინთან თავი იმართლეს, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და არ უთხოვიან მის მტერთან შეხვედრა და მეორე, შიდა აუდიტორიას არწმუნებენ, თითქოს რამეს წარმოადგენენ.
სინამდვილეში ამ ამბავში მთავარი სწორედაც ისაა, რომ საუბარი ზელენსკის ინიციტივით შედგა. მას სურდა, რომ ეს სურათი პუტინს ენახა. რა თქმა უნდა, არავისა აქვს ილუზია ივანიშვილთან დაკავშირებით, ყველამ იცის, ვინცაა და ვისი კაციცაა. ამასთან, უკრაინის პრეზიდეტმა აგრძნობინა, რომ ვითარება იცვლება და ივანიშვილი წამგებიან ბანაკშია.
პუტინისთვის კოშმარია ამ სურათის ყურება – ზელენსკი მეგობრობს მის წინააღმდეგ ამბოხებულ ლიდერებთან და უფრო მეტიც, აგერ მის მარიონეტსაც კი უხსნის, რა ხდება გარშემო. ეს ის შემთხვევაა, როცა სურათია მთავარი და არა სიტყვები. სურათი თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. დანარჩენი, იქ ელჩების დანიშვნაზე ისაუბრეს თუ კიდევ რამე სხვაზე, ეს უკვე დეტალებია. ამ ყველაფერს და ზოგად შინაარსს კობახიძე ცალკე და ბოჭორიშვილი ცალკე თუ ორივე ერთად ბიძინას მოუყვებიან, მაგრამ მთავარი გზავნილი მოყოლის გარეშეც ნათელია.
ზელენსკი ამცირებს პუტინს ყველგან.
როგორც უკვე ვთქვი, არავის და პირველ რიგში ზელენსკის არა აქვს ილუზია, ვინაა ივანიშვილი, მაგრამ ეს ,,კარწინკა” მაინც დადგა პუტინისთვისაც და ივანიშვილისთვისაც. ამ უკანასკნელისთვის კიდევ ერთი შეხსენება უნდა იყოს, რა სახიფათო მდგომარეობაში ამოჰყო თავი.
PS
ზოგადი რეალობა კი ასე გამოიყურება : რადგან ივანიშვილი ბოლომდე თავის პატრონთან, პუტინთან დარჩა, უკრაინელების სიცოცხლის ხარჯზე სისხლიანი ფულით მდიდრდება, რუსეთის ომის მანქანას ეხმარება უკრაინელების დახოცვაში, ქართველ ხალხს კი ჯოჯოხეთი მოუწყო, მის რეჟიმს აუცილებლად მოუწევს პასუხისგება შინ თუ გარეთ.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ,ჟურნალისტი, ვახო სანაია;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights