გურიის მოამბე

ჟურნალისტი ნატო გოგელია პოლიციელებს გენ.ინსპექციაში ოზურგეთის მერს კი სასამართლოში უჩივის

“განცხადებით მივმართე შსს გენერალურ ინსპექციას და ასევე ვიწყებ სამოქალაქო დავას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წინააღმდეგ” – უთხრა “გურიის მოამბეს”. ჟურნალისტმა ნატო გოგელიამ, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მომხდარი ინცინდენტის კომენტირებისას.
ინცინდენტის დროს, ნატო გოგელიას, მერიის შენობაში მყოფმა, დაცვის პოლიციის სამორიგეო ჯგუფმა, მერიაში შესვლის უფლება არ მისცა.
აღსანიშნავია, რომ, ჟურნალისტი არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ცდილობდა მერიაში შესვლას, არამედ ბებიასთან, რუსუდან ჯაყელთან ერთად, ქალქ ოზურგეთის წარმომადგენლობაში, პირად საქმეზე, საცხოვრებელი სახლის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
მიუხედავად არაერთგზის განმარტებისა, პოლიციამ, არც რუსუდან ჯაყელს და არც ნატო გოგელიას, მერიაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა;
მომხდარის ამსახველი ვიდეო, ნატო გოგელიამ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.
ასევე, იქვე, ჟურნალისტმა განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც გთავაზობთ სრულად;
“მართლა არ ვიცი ამ სიტუაციას რა ვუწოდო!!!! 27 წელია ჟურნალისტი ვარ, ამ რეგიონში ვმუშაობ და ასეთი რამ არასდროს მინახავს!!! უთავმოყვარეობის, უცოდინარობის, უზნეობის და კანონის ფეხქვეშგათელვის პიკი!!!!!
დღეს, ოზურგეთის მერიაში, შეთანხმებულ შეხვედრაზე 70 წლის ბებიაჩემი არ შეუშვეს იმის გამო, რომ მე ვახლდი!!!!!
Paata Kunchulia როგორ არ გრცხვენია და როგორ არ გიტოკდება შუბლის ძარღვი, თუ ასეთი გაგაჩნია საერთოდ!!!! წარმოდგენა გაქვს შენი ბრძანება რამდენ კანონს არღვევს? ან ასე რამ დაგაპატარავა და რამ შეგაშინა!!!! ის, რაც შენ იკადრე, არ უკადრებია არავის!!! მაშინ კარგი იყო ბებიაჩემი ხმას რომ გაძლევდა ხომ? და ახლა ჩემს გამო სჯი? იმის გამო, რომ შენი “საქმენი საგმირონი” არ შეგიფუთე ისე, როგორც გინდოდა და ოზურგეთის უკან_უკან სვლა, შენს წინამორბედს არ დავაბრალე, როგორც ეს შენ და შენს ნათესავებს გსურდათ?
დღეს დავრწმუნდი, რომ რასაც ამბობენ შენზე ზუსტია და მართლა ფორმალურად ხარ მერი!!!! და არ იფიქრო, ეს გავატარო!!! პასუხს აგებ ამ უკანონო ბრძანების გამო და იცოდე, არავის “მეორე მხარის” არ მეშინია და რაც არ უნდა დამემუქროთ, უკან არ დავიხევ!!! ხომ იცი რომ ამია მტკიცებულებაც მაქვს და ამ დრომდე არ მიფიქრია მსვლელობა მიმეცა, მაგრამ ყველა ზღვარს გადახვედით! კუნჭულიებმა შეაშინეთ ის ხალხი, ვინც ამ დრომდე შეგიშინებიათ!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ამაზე გამოძიება თქვენ გევალებათ!!!! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia თქვენი “გაპრავებული” მერია ის კაცი, რომელიც ასე არღვევს კანონს!!!! ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze აი, ზუსტად ამას გეუბნებოდით და გიხსნიდით _ ასე ესმის ოზურგეთის მერს ადამიანების!!! აი, ასე ფეხებზე კიდია კანონი!!!!
ვინმემ აქ არ პაატას გაპრავება არ დაიწყოთ _ ასე სამარცხვინოდ არავინ მოქცეულა და იქცევა!!!!
არც ლანჩხუთში, არც ჩოხატაურში, არც აჭარის არცერთ მუნიციპალიტეტში მსგავსი რამ არ ხდება!!!! და არ ხდება იმიტომ, რომ ოზურგეთისგან განსხვავებით, ნორმალური ადამიანები მუშაობენ და არა ვიღაცეების მართული, კაფე_კაფე რომ ულაგებენ საქმეებს!!!
აუცილებლად შევხდებით სასამართლოში “ბატონო” პატაა!!!! ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის ამ მდგომარეობაში ჩაყენებას ჩემს გამო არაფრით არ შეგარჩენ!!! ამას საჯაროდ გპირდები!
გასაოცარი დემოკრატიის მეთოთხმეტე წელია🤦‍♀️🤦‍♀️ ამისთვის ვიბრძოდი თურმე” – ნათქვამია, ნატო გოგელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში;
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights