იცოდი რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა შენს გაბედულ ნაბიჯს?
– ყველაზე კარგ შემთხვევაში, ციხე. ყველაზე ცუდ შემთხვევაში. სიკვდილი.
– არ შეგეშინდა?
– არა. მძულს და ვერ ვიტან მშიშარა ადამიანებს. ისინი დედამიწის ფურუმკულებად იბადებიან. მშიშარა კაცს, არც საკუთარი თავისთვის და არც სხვისთვის არ შეუძლია სიკეთის მოტანა. შიშისგან გამოწვეული სისუსტე, ყველაზე დიდი ნაკლია.
– ვერ დაგეთანხმები ლუხუმ. შიში, სისუსტეს არ ნიშნავს. ეს ყველა ნორმალურ ადამიანს ახასიათებს. კაცობრიობის ისტორიაში, უამრავი მაგალითი გვაქვს იმის, რომ პანიკურად მშიშარა ადამიანებსაც კი შეუძლიათ ეპოქების შექმნა. ოტიას, ლუხუმის ირონიული ღიმილი არ გამოჰპარვია – ამას ხედავ? – თითი ნათურისკენ გაიშვირა – ალვას, პანიკური შიში ჰქონდა სიბნელის. ბავშვობაში, როდესაც მის საძინებელში კელაპტარი სადგარის ძირს უახლოვდებოდა, ბოლო ხმაზე იწყებდა ყვირილს და ზოგჯერ კრუნჩხვებში ვარდებოდა. რომ არა, ეს შიში, კაცობრიობას კიდევ დიდიხნის მანძილზე მოუწევდა ჯურღმულში ჯდომა.
შიშმა დაამარცხა ერთ დროს ცოფი. ლუი პატარა ბიჭი იყო, როდესაც მამამისი ცოფიანმა ძაღლმა დაგლიჯა. ის საკუთარი თვალით უყურებდა მამის აუტანელ ტანჯვას წამებას. მას შემდეგ პანიკური შიში გაუჩნდა ყველა ოთხფეხა ასების მიმართ და მეთელი სიცოცხლე შეალია, რომ ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეექმნა. ჰოდა პასტერს უნდა ემადლიერებოდე ახლა აქ, ჩემს გვერდით რომ ზიხარ, თორე დიდიხნის წინ ჩაგაკვდებოდა სულში კოტორას ცოფიანი ძაღლი, ხიდის თავზე ყბებში რომ ჩაგიგდო და აქეთ-იქით გათრია…
შიშმა შექმნა სინათლის ეპოქა; შიშმა შექმნა ცოფის და შავი ჭირის ვაქცინა; შიშმა შექმნა სამართლის კოდექსი და შიშმა აპოვნინა კაცობრიობას ღმერთი, სიკვდილის შიშმა, რადგან მარადისობის იმედით ეცოცხლათ…
შენც შიშმა გიბიძგა, იმ მამაძაღლი აშიდას დაყაჩაღება. გაჭირვების შიშმა გაიძულა, რომ შვილები ულუკმაპუროდ არ დაგრჩენოდა… მიხვდი რის თქმაც მინდა? – ლუხუმი, გარინდებული უყურებდა ოტიას. გუმანით ხვდებოდა, რომ მისი მონოლოგი, საკუთარ გამბედაობაზე და ვაჟკაცობაზე, აქამდე არსებულ წარმოდგენას ზინყზე დასცემდა. მიუხედავად ამისა, სცადა მიამიტურად ეპასუხა “ვერა”-ო, თუმცა იმდენად ბრიყვულად გამოუვიდა, ოტიამ ხმამაღლა უყვირა – რეგვენო, შენს შიშს ეპოქა არ შეუქმნია! ასეთი შიში მხოლოდ ეგოიზმს შობს და ამ მშიშარა ადამიანებისგან განსხვავებით შენ უსინდისო ლაჩარი ხარ!
მზე რომელიც ღამე ამოდის
ნუგზარ სულა სულაშვილი.