მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიალზე დასწრების სხვა მსურველები, ახალ კარიბჭესთან ადგილობრივი დროით დილის 9 საათიდან 10 საათამდე მივიდნენ.

ადგილზე მიიღეს პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ტაძარში შესვლაზე დასტური.

აღდგომის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი მოხვდნენ, ვისაც ვაქცინა აქვს გაკეთებული. ისინი კი, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ, წმინდა კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

ქრისტეს აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების 15 წარმომადგენელი იმყოფებოდა

მართლმადიდებელი სამყარო 2 მაისს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: