„გურიის რეპუბლიკა“

„გურიის მოძრაობას“ (1902-1906 წლები) თავდაპირველად ხელმძღვანელობდა სოციალდემოკრატიული პარტიის ბათუმის კომიტეტი, რომელსაც 1905 წელს გურიის აჯანყების ხელმძღვანელობისათვის გამოეყო „გურიის კომიტეტი“, გურიაში ამავე წლებში განვითარებულ მოვლენებს ხელმძღვანელობდნენ ამავე პარტიის მენშევიკთა ფრაციის წარმომადგენლები.
.
გურიის კომიტეტის ხელმძღვანელობით დაიწყო გურიაში რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დაწესებულებების ბოიკოტირება, გამოცხადდა სრული სახალხო დაუმორჩილებლობა და დაიწყო გურიის რესპუბლიკის ფორმირება, რაც გამოიხატა შემდეგში:
.
– განხორციელდა პოლიციისა და სასამართლოს სრული ბოიკოტირება;
– საიმპერიო სასამართლო ჩანაცვლა სახალხო სასამართლომ;
– შეიქმნა სახალხო ადმინისტრაციული და აღმასრულებელი დაწესებულებები;
– გურია დაიყო შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულად;
– სახელმწიფო სკოლები გამოცხადდა რესპუბლიკის საკუთრებად;
– შეიქმნა სამხედრო-რევოლუციური შტაბი;
– შეიქმნა საბრძოლო „წითელი ასეულები“, რომელშიც ჩაირიცხა ყველა ვისაც კი იარაღის ტარება შეეძლო;
– დაწესდა გადასახადი ერთ სულზე ყოველთვიურად 20 კაპიკი;
– დაწესდა სპეციალური გადასახადი შერაღების შესაძენად და ჯარის შესანახად;
– გურიის რესპუბლიკის ხელში გადავიდა რკინიგზა, ტელეგრაფი და ფოსტა;
– 1905 წლის ნოემბრის ბოლოს გაუქმდა ქალაქ ოზურგეთის თვითმმართველობა;
– სრულად აღწერეს ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობა;
– აღწერის შემდეგ ჩაატარდა არჩევნები, რომელშიც პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა, ასევე პირველად ჩატარდა არჩევნები საყოველთაობის, თანასწორობის, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემის პრინციპების სრული დაცვით;
.
„გურიის რესპუბლიკის“ აღმასრულებელი ორგანოები სისტემა შემდეგი სახის გახლდათ: სოფლის ან ქალაქის ყოველი 10 მცხოვრები ირჩევდა „ათეულის“ წარმომადგენელს, ასევე 100 მცხოვრები ირჩევდა „ასეულის“ წარმომადგენელს; სოფლების გაერთიანებას ეწოდებოდა რაიონი, ყოველ რაიონს კი ჰყავდა „განსაკუთრებული რაიონული წარმომადგენელი“, რაიონი იყო უმაღლესი ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებლი ორგანო. მთლიანად გურიაში შეიქმნა ასეთი შვიდი რაიონი. ასევე შექმნილი იყო და ფუნქციონირებდა განსაკუთრებული ადგილობრივი და რაიონული ორგანიზაციები. რაიონებიდან ყველაზ ეუფრო ქმდითუნარიანი გახლდათ ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაიონები.
.
სამხედრო შტაბი: გურიის რესპუბლიკის სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა „სამხედრო შტაბი“, რომელიც განთავსებული იყო ქალაქ ოზურგეთში ნოე ჩიგოგიძის სახლში. შტაბი შეიმუშავებდა თავდაცვისა და თავდასხმის გეგმებს. ასევე ანაწილებდა წითელ ასეულებზე იარაღსა და საბრძოლო მასალას.
.
შტაბის განკარგულებაში მუდმივად იყო განსაკუთრებულ დავალებათა სპეციალური რაზმი (ტერორისტები), რომელიც ასრულებდა სხვადასხვა დავალებებს, მათ შორის სისრულეში მოყავდა კომიტეტის მიერ გამოტანილი განაჩენები. შტაბის განკარგულებაში იყო ასევე მრავალრიცხოვანი სანიტარული რაზმი, რომელიც მუდმივ მზადყოფნაში იყო გასულიყო საბრძლო მოქმედებათა ადგილზე. შტაბის განკარგულებაშივე იყო ასევე „წითელი ასეულები“.
.
გურიის რესპუბლიკის ცენტრალური ფიგურა გახლდათ ბენია ჩხიკვიშვილი (26 წლის აზანაური), რომელიც წარმოადგენდა გურიის კომიტეტს. ხალხი მას თავდაპირველად ეძახდა „გურიის მეფეს“, შემდეგში კი „რესპუბლიკის პრეზიდენტს“. ბენია ჩხიკვიშვილის გავლენა ვრცელდებოდა არამარტო გურიაზე არამედ რკინიგზაზე ბათუმიდან სამტრედიის ჩათვლით. მაგალითად, მისი სურვილის შემთხვევაში ბათუმიდან იძახებდნენ სპეციალურ მატარებელს. ბენია ჩხიკვიშვილის მუდმივად თან ახლდა გურიის სამხედრო-რევოლუციური შტაბის სპეციალური რაზმის წევრები.
.
1905 წელს გურიის კომიტეტმა მთლიანად აიღო ხელში ძალაუფლება, ოზურგეთსა და გურიის სოფლებში გამოკრული იყო გურიის კომიტეტის 1905 წლის 6 დეკემბრის განკაგულება შემდეგი შინაარსით:
.
„მოქალაქეებო! გურიაში დაარსებულია სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომლის მოვალეობაში შედის გურიის საბრძოლო რაზმების ფორმირება და მათი ხელმძღვანელობა. სამხედრო-რევოლუციური შტაბი მკაცრად იცავს სამხედრო-რევოლუციურ დისციპლინას. საბრძოლ რაზმის ზოგიერთი წევრი უცხო პირებთან ერთად, პირდაპირ ხულიგნურად იტაცებს ყველაფერს რაც ხელში მოხვდებათ, რის გამოც სამხედრო შტაბი აცხადებს რომ:
.
1) მკაცრად აკრძალულია ასეთი ქმდებები;
2) მკაცრად აკრძალულია ქალაქ ოზურგეთში კერძო პირების მიერ იარაღის ტარება;
3) იკრძალება ყველა სახის იარაღის და საბრძოლო მასალით ვაჭრობა ან მათი გაცვლა სამხედრო შტაბის ნებართვის გარეშე;
4) სამხედრო შტაბი ქალაქში ნიშნავს დროებით პატრულს;
5) დამნაშავე პირები გადაეცემიან სამხედრო სასამართლოს;
.
გურიის სამხედრო-რევოლუციური შტაბი. 6 დეკემბერი 1905 წელი. გურიის სამხედრო შტაბის ტიპოგრაფია.“
.
ქალაქ ოზურგეთში ქალაქის მოედანზე და ბაღში იმართებოდა მიტინგები, რომელსაც იცავდნენ „წითელი ასეულის“ მებრძოლები სრული შეირაღებით. მომიტინგეები გამოდიოდნენ წითელი დროშებით და პალაკატებით, რომლებზეც იყო წარწერები „ძირს თვითმპყრობელობა“ „გაუმარჯოს რესპუბლიკას“. ყველაზე დიდი მიტინგები გაიმართა ქალა ქოზურგეთში 1905 წლის 6 დეკემბერს და შემოქმედში 1906 წლის 9 იანვარს, სადაც იხილებოდა ნასაკირალის ბრძოლის საკითხი.
.
მოზადებულია გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკის“ მიხედვით (1911 წელი).
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and წვერი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share