გურიის მოამბე

სიმონ ჯანაშია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე-“ქართული ოცნება” უნდა მოშორდეს და დაისაჯოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები

მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ჯონ სტიუარტ მილმა შეიმუშავა მეთოდი, რომლის მიხედვითაც:
ა) თუ ერთი მოვლენა წინ უსწრებს მეორეს;
ბ) თუ არსებობს რაიმე კავშირი პირველ მოვლენასა და მეორეს შორის და
გ) თუ არ არსებობს სხვა დამაჯერებელი ახსნა მეორე მოვლენის, იმის გარდა რომ ის პირველით არის გამოწვეული
მაშინ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორე მოვლენა დიდი ალბათობით პირველის მიერ არის გამოწვეული.
ახლა შევხედოთ ამ ჭრილში BBC-ის გამოძიებას.
დოკუმენტებით დადასტურებულია რომ შსს-ს ჰქონდა მომწამლავი, პირობითად დავარქვათ – X ნივთიერება.
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში დადასტურებულია, რომ ეს ნივთიერება იწვევს ჯანმრთელობის კონკრეტულ – Y პრობლემებს.
შსს მინისტრის მოადგილის მიერ დადასტურებულია, რომ ათიათასობით ადამიანს შსს-მ ქ/ოცნების დავალებით წყლის ჭავლში გარეული რაღაც – Z ნივთიერება შეასხა.
სამედიცინო კვლევით დადასტურებულია, რომ ამ რაღაც ნივთიერების შესხმის შემდეგ ადამიანები მოიწამლენ და ამან ჯანმრთელობის ის Y პრობლემები გამოიწვია, რომელსაც X ნივთიერება იწვევს ხოლმე.
არის თუ არა გამოყენებული ნივთიერება Z იგივე რაც X ნივთიერება? გამოიყენეს თუ არა მიტინგების დაშლისას საწამლავი, რაც სამინისტროს მარაგში ჰქონდათ?
სანამ ალტერნატიული ახსნა არ იქნება Y პრობლემების, რომელიც Z ნივთიერების გამოყენებას მოჰყვა, მანამდე შეგვიძლია ვივარაუდოდ, რომ გამოკვლეულთა ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევი მიზეზი სწორედ ის არის, რომ ოცნებამ ის საწამლავი გამოიყენა, რომელიც მარაგში ჰქონდა. ფორმულით ეს მარტივად გამოისახება: X=Z->Y.
შესაბამისად, მართალია რასაც BBC გამოძიება ამბობს: ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოქალაქეები, მათ შორის საღამოობით შეკრებილი მომიტინგეები, პოლიციელები, და უკვე შემდეგ, დღისით – ქალაქის ცენტრის მაცხოვრებლები, უბრალო გამვლელები, პირველი გიმნაზიის მოსწავლეები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები, თეატრალურის სტუდენტები, რუსთაველის თეატრის და ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და სხვები შხამიანი ნივთიერებით და ამ ნივთიერების არასწორად გამოყენებით დაწამლა!
ამისთვის ეს პარტია უნდა მოშორდეს, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი, საერთაშორისო გამოძიება და დაისაჯოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები.
წერს სიმონ ჯანაშია, ფეისბუკის საკუთარ გევრდზე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights