“არც კი ვიცი როგორ გაგაცილო არწივო… კარი გამიღეო არა სიკვდილმა ! არც ახლა არ უნდა გაგეღო კარი ! არ უნდა გაგეღო არწივო ! ახლა შენს ომახიან ხმას ვისმენ და ცრემლით გაცილებ ! ეს ცრემლი სავსეა სიყვარულით, მადლიერებით და პატივისცემით ! შენ ეს დაიმსახურე არწივო, ჩემი ბავშვობის განუყრელო და საყვარელო ნაწილო ! მომენატრები და ისევ მოგისმენ, ყოველთვის მოგისმენ ! მადლობა ! მშვიდად განისვენე არწივო ! შეხვედრამდე”- პარტია “კანონი და სამართალის” ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ირაკლი ღლონტი თემურ წიკლაურს ემშვიდობება.