ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
“დასკვნით ეტაპზეა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განახლების სამუშაოები.
აქტიურ რეჟიმშია სოფელ ჯუმათში გზის რეაბილიტაცია, რომელიც ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრამდე სრულად განახლდება. ეს გზა რამდენიმე ათეული წელია რაც ავარიულ მდგომარეობაშია. სამუშაოები 2023 წლის მაისის თვეში დასრულდება.
ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას ჩვენი მუნიციპალიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის!”- აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.