გურიის მოამბე

“შემზარა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დუმილმა-გულიკო ლომჯარია BBC გამოძიებაზე

გაოგნების უნარი კარგა ხანია დავკარგე მაგრამ,მაინც გაოგნებული ვარ: 9 აპრილის დღეები ხომ გახსოვთ ჩემს ტოლებს, ჩემზე უფროსებს, ჩემზე ცოტათი უმცროსებსაც ? ! ?….. ისიც ხომ გახსოვთ, ის აქციები, როგორ უშლიდა ნერვებს ხელისუფლებებს–თბილისშიც და მოსკოვშიც, მაგრამ, მაშინდელი ჯანდაცვის მინისტრი, იმდროინდელი ცენტრალური ხელისუფლების ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა– ირაკლი მენაღარიშვილი, დღე და ღამე მომიტინგეებთან იყო და პირადად მართავდა მოშიმშილეების ჯანმრთელობის რისკებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის სადღეღამისო მორიგეობებზე აღარაფერს ვამბობ– ეს ჩვეულებრივი პროცედურა იყო……ან, ქართული მილიციის ქცევა ხომ არ დაგვიწყებიათ 9 აპრილის ღამეს, იმ მილიციისა, ზოგჯერ ” მოფერებით” ძაღლებს რომ ვეძახდით, როგორ ივაჟკაცეს, როგორ გადაეფარენ მომიტინგეებს, როგორ გარისკეს საკუთარი კარიერაცა და ჯანმრთელობაც მოქალაქეების გადასარჩენად და არა ზემოდან მოსული ბრძანებების შესასრულებლად …..და დღეს ????– სახელსაც ვერ ვარქმევ იმას,რაც დღეს ხდება: თითქმის ერთი წელია, რაც პოლიციის აღვირახსნილობასა და მომიტინგეების ცემა- ტყეპას ვუყურებთ, დღეს, მათი მოწამვლის ფაქტებიც გამომჟღავნდა, შარშანდელი ფაქტები ,მიფუჩეჩებული რომ ეგონათ ზოგიერთებს და შემზარა იმ დუმილმა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში რომ სუფევს და სუფევდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ უზარმაზარ სტრუქტურაში, ერთი კაციც არ აღმოჩნდა ისეთი, აქციებზე მოწამლულთა ბედით რომ დაინტერესებულიყო– თანაგრძნობაზე არაფერს ვამბობ, ყველამ ერთად დააჭირა ენას კბილი და ახლაც დუმილის რეჟიმს ინარჩუნებენ!……შსს და უშიშროებას, ჯვარი სწერიათ, კი არ სწუხდენ–ზეიმობდნენ თურმე, როგორც აშშ –ში “შეფარებული” შაიშმელაშვილი ყვებოდა გუშინ:–” ყოველი დარბევის შემდეგ, აჟიტირებული სპეცრაზმელები ხორხოცით ყვებოდნენ, აქციებზე ვინ რა და როგორ მოიმოქმედა და მორიგი პრემიების მიღების მოლოდინით ხარობდნენო.”…..პარლამენტში კიდევ ღადაობენ– ეს ქიმიური იარაღი დიდგორიდან შემოგვრჩაო….. ანუ, არავითარი ღირებულებები, არავითარი სინდის– ნამუსი, არავითარი– ემპათია !………დიდი დრო გავიდა 1989 წლის შემდეგ ?!? სულაც არა– მხოლოდ 35 წელი, ერთი ბეწო დრო ისტორიისთვის და, რა მოხდა ამ პატარა დროში ისეთი, რომ , თითქოს ნორმალური ადამიანები ყრუ– მუნჯები და ბრმები გავხდით, ან, თუ 3 ათეული წლის წინ, ადამიანებს მაინც ვგავდით, ახლა, 30 წლის შემდეგ– რა ჭირი შეგვეყარა ასეთი,არც ქვეყანა რომ არ გვახსოვს და არც შვილები და მათი მომავალი ? ! ?…..პასუხი არ მაქვს, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი– ყველას რომ ყველაფერი მოეკითხება, ეს პათეტიკა არაა, ეს რეალობაა — 21 საუკუნე უნიკალური საუკუნეა, იგი ყველაფერს ხედავს, იმახსოვრებს, აფიქსირებს და ჩვენს შვილიშვილებს მზა მასალებს დაახვედრებს– როგორები ვიყავით ჩვენ ! ! !

წერს გულიკო ლომჯარია BBC გამოძიებაზე, რომელიც – ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ხელისუფლების მხრიდან, შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საუბრობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights