უკრაინელმა ჟურნალისტებმა პარიზში პუტინის შვილი ჩაწერეს | ინტერვიუს უკრაინული მედია TCN ავრცელებს
„რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ცოლი, სვეტლანა კრივონოგიხი და კრემლის დიქტატორის ვლადიმერ პუტინის შვილი, სახელად ლიზა, პარიზში ცხოვრობს“ – ამბობს TCN
• ჟურნალისტი: სამი კვირის წინ, მამათქვენმა ძმა მომიკლა. საერთოდ როგორ ცხოვრობთ ევროპაში? ასეთ საძულველ, დაწყევლილ, გეი ევროპაში… თქვით რამე, თქვენ მხარს უჭერთ მის პოლიტიკას?
• პუტინის შვილი: მე რა შუაში ვარ?
• ჟურნალისტი: ის მამათქვენია. როგორც მინიმუმ, შეგიძლიათ, დაურეკოთ და უთხრათ: „მამა, შეწყვიტე კიევის დაბომბვა“.
• პუტინის შვილი: რა თქმა უნდა
• ჟურნალისტი: შეგიძლიათ, კიევში ჩახვიდეთ და საჰაერო თავდაცვის ძალების როლი შეასრულოთ – ეს ნებისმიერ „პატრიოტზე“ უკეთესია – და შემდეგ პოკროვსკში წახვიდეთ
• პუტინის შვილი: წარმოგიდგენიათ, არა? როგორ წავალ ახლა
• ჟურნალისტი: ძალიან კარგად წარმომიდგენია, ბილეთსაც კი გიყიდით საკუთარი ფულით.
• პუტინის შვილი: სამწუხაროდ, ვერაფრით დაგეხმარებით. ძალიან ვწუხვარ.








