ინფრასტრუქტურული პროექტები
ბახვი ჰესის ვიდეო სიუჟეტების სერია გრძელდება. ამჯერად, წარმოგიდგენთ სიუჟეტს, სადაც მაყურებელი მოისმენს და ნახავს თუ რა გავლენა მოახდინა პროექტის მიერ სოციალური პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა.
2021 – 2025 წლებში ბახვი ჰესმა განახორციელა სოფლის გზების რეაბილიტაცია მთისპირიში, უკანავაში, ოქროსქედში, ვანისქედისა და ჩხაკაურაში; ვანისქედში მოვაწყვეთ წყლის სისტემა. 2022 წელს ჩვენს პარტნიორთან USAID-ის ენერგეტიკული მომავლის პროგრამასთან ერთად ბახმაროში დავამონტაჟეთ ენერგოეფექტური ლედ განათების სისტემა;
ჩვენი სოციალური პროექტებით პირდაპირი სარგებელი მიიღო: ბახმაროს მაცხოვრებლებმა და ბახმაროს ათასობით დამსვენებელმა; მთისპირის, უკანავას, ვანისქედის, ოქროსქედის და ჩხაკაურას გზების რეაბილიტაციით 500-მდე პირმა ; წყლის სისტემა გავიყვანეთ ვანისქედის 47 ოჯახში .
ზრუნვა, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დროს.
ვიდეოს ბმული:








