„ბოდიში, ძალიან მძიმე ღამე მქონდა, არც დილაა იოლი.. სტუმრები წავიდნენ, აღარ არიან, აღარც ჩამოვლენ. მე კი ბოდიში – ალბათ გამიგებთ… ჩემთვის მოულოდნელი და სამწუხარო იყო ეს ყველაფერი. ისინი ყოველ წელს ჩვეულებრივ დადიოდნენ აქ, სხვაგან და ა.შ.
რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დროს რესტორნის გახსნას, მათ ჩამოფრენა დააგვიანეს და ვეღარ შევცვალე გეგმა, დაგვსაჯეს კიდეც ამისთვის – 10-ათასი ლარიანი ჯარიმით. შარშან პანდემია იყო და არ ჩამოსულან. შარშანწინ ამ დროს კი იყვნენ ჩამოსულები. ვლადიმერ პოზნერისთვის მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა, ცუდი რეაქცია ჰქონდა“, – აცხადებს “ვინოტელის” მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი ambebi.ge -თან საუბარში.