სოფელ ზუმის ეკლესიის წინამძღვარს, სოფლის ცენტრში თავს დაესხნენ

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის, სოფელ ზუმის ეკლესიის წინამძღვარი, სოფლის ცენტრში თავს დაესხნენ.

წყაროს ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სოფელ ზუმის მცხოვრები სასულიერო პირს, ჯერ ავტომობილით დაეჯახა, ამის შემდგომ მანქანიდან გადმოათრია და ფიზიკურად გაუსწორდა. მღვდელ მიქაელ ლაგვილავას ფიზიკურად მისი მრევლის ერთ-ერთი წევრის ქმარი დაესხა თავს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზეზი აღსარება გახდა. თავდამსხმელი მღვდელს, მისი ცოლის აღსარების საიდუმლოს გათქმაში ადანაშაულებდა და ამის გამო ფიზიკურად გაუსწორდა.

დაზიანებული მანქანა ამ დრომდე თავდამსხმელის სახლის ეზოში დგას. ის შაბათის ფორმულას კამერას დაემალა.

შაბათის ფორმულას უყვებიან, რომ დაზარალებული მღვდელი, თავდამსხმელის დასჯის წინააღმდეგი იყო,  საქმეში პოლიცია არ ჩარეულა, თუმცა ჩაერივნენ ე.წ. ავტორიტეტები, მაგრამ სასულიერო პირის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ინციდენტი ბოდიშის მოხდით ამოიწურა.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share