დიდი აფიორა თუ კანონდარღვევა ზემო სურებში კომპანია სს”სუფსა ენერჯისთვის “ბარამიძე ჰესის” მშენებლობისთვის-თვის მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე.
აქ მოგაწოდეთ იმ მიწების საკადასტრო კოდები რომელიც სახელმწოფოს უკვე დარეგისტრირებული აქვს. აქვეა ერთი ნაკვეთის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ყველა მიწის ფართობს აწერია -არასასოფლო დანიშნულება. ანუ სახელმწიფოს შეუძლია გაასხვისოს, გაყიდოს და ა.შ.
17 თებერვალს ზემო სურებში ჩატარდა კრება სოფლის რწმუნებულის მიერ. კრებაზე მოწვეულ მოქალაქეებს შესთავაზეს თანახმა იყვნენ თუ არა ზემოთ აღნიშნული საკადასტრო მიწის ფართობები გადასცენ კომპანია სს “სუფსა ენერჯის” ჰესის ასაშენებლად.
გასაკვირია რატომ შეეკითხეს სოფლის მცხოვრებთ უარი ან თანხმობა თუ ნაკვეთები უკვე ისედაც დარეგისტრირებული აქვს სახელმწიფოს? აქედან 1.9 ჰ ტყის ფართობი 49 წლით გადაცემული აქვს კერძო კომპანიას ჰესის მშენებლობისთვის. დარჩენილი გადასაცემი ტყის მასივიც სახელმწიფოს აქვს დარეგისტრირებული როგორც არასასოფლო მიწის ნაკვეთები.
ზემო სურების მოსახლეობამ უარი განაცხადა მიწების გადაცემაზე და წერილობით მიმართეს გუბერნიას თანდართული ხელწერებით.
ჩოხატაურის მერიას ხვალ ოფიციალურად მოვთხვთ კრების ინიციატორების,შინაარსის შესახებ რომელიც 17 თებერვალს გაიმართა და კრების ოქმსაც .
ზემო სურების მოსახლეობამ არ იცოდა თუ ეს ტყის ფართობები სახელმწიფოს ქონებას წარმოადგენდა და არც ის რომ კომპანიას 49 წლით გადასცეს.
რატომ შეკრიბეს სურებლები კრებაზე? ეს ფორმალობა იყო,აფიორა თუ კანონდარღვევა? კვლევას ამ თემის გარშემო კვლავ ვაგრძელებთ.
ინფორმაციას გადავარჩინოთ გურიის მდინარეები ავრცელებს.