ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 30 წლის მამაკაცი “მედალფაში” გადაიყვანეს

რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლის მამაკაცი დაშავდა. ის მომხდარის ადგილიდან ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი “გურიის მოამბესთან” აღნიშნავს, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა აღენიშნება თავის არეში, მას  ამ დროისთვის პირველადი კვლევები უტარდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share