რა ღირს გურიის მთიან კურორტებზე დასვენება და რამდენად მომზადებული ხვდებიან დამსვენებლებს

გურიის მთიანი კურორტები- “ბახმარო” და “გომის მთა” წელს დამსვენებლებს შედარებით უფრო მოწესრიგებული ხვდება, ვიდრე გასულ წლებში.

სრულად მოხსნილი არის ელექტროენერგიის პრობლემა, რაც შეეხება სასმელ წყალს, რამდენიმე უბანში ის დამსვენებლებს  წელსაც გრაფიკით მიეწოდება.

ამის შესახებ “გურიის მოამბესთან”  კურორტ “ბახმაროს” დირექტორმა დავით საჯაიამ და მერის წარმომადგენელმა დაბა გომისმთაზე, ბესო ლომინაძემ იასუბრა.

რაც შეეხება ბახმაროს, საჯაიას განმარტებით უშუქობა არც ერთ დამსვენებელს არ შეაწუხებს, რადგან ყველა დასასვენებლ კოტეჯს საკუთარი მრიცხველი გააჩნია და თანხის გადახდაც გამომუშავებული  ელექტროენერგიის შესაბამისად მოხდება.

წყალს კი, გრაფიკით ინგოროყვას, ვაკიჯვრის, მახარაძის და ბაზრის დაღმართის ქუჩის დამსვენებლები მიიღებენ: “ამ ოთხ ქუჩაზე წყალს გავუშვებთ დილის ცხრა საათიდან და უწყვეტად იქნება სამი საათის განმავლობაში, შემდეგ ისევ შეივსება რეზერვუარები   და საღამოს  6-დან 9-მდე დავიწყებთ მიწოდებას.

ბახმაროში აშენდა ახალი  ელექტროქსელი. კურორტი მთლიანად გადაიბარა ელექტროპროჯორჯიამ.   მოხდა ინდივიდუალური გამრიცხველიანობა  და შუქის პრობლემა დამსვენებლებს არ ექნებათ.

ასევე,  მოგვარებულია კურორტზე ნაგვის გატანის პრობლემა და გაცილებით უკეთესი  სიტუაცია იქნება პირუტყვზე ყურადღების კუთხით.  დაქირავებული გვყავს მეველეები და ისინი უზრუნველყოფენ, რომ დამსვენებლები  თავს შეწუხებულად არ გრძნობდნენ.

15 ივლისიდან, როცა უკვე სეზონი  ოფიციალურად გახსნილად გამოცხადდება  აირძალება ყველა ტიპის მშენებლობები.  სეზონის  ბოლომდე იმუშავებს აფთიაქი და სასწრაფო დახმარების  ბრიგადა. კურორტს მუდმივად დაიცავენ პოლიციელები. რაც შეეხება კვების ობიექტებსა და ბაზრობებს, ის უკვე, მუშაობს და ამ მხრივ პრობლემა არ არის.

კოტეჯებზე ფასები შარშანდელთან შედარებით არ მომატებულა, საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში დამსვენებელს  კოტეჯის დაქირავება  2-3 ათასის  ფარგლებში შეუძლია.

რაც შეხება შედარებით მოუწესრიგებელ ბინებს, მისი ფასი იწყება  500-დან ზემოთ,

ხოლო უფრო დიდი მოცულობის და კეთილომოწყობილ კოტეჯებს 6-8 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს.

მოკლედ შემიძლიათ  გითხრათ, რომ ბახმაროში წელს დამსვენებლებისთვის ნამდვილად კარგი სიტუაცია იქნება”- გვითხრა  დავით საჯაიამ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share