ჩოხატაურში ერთ სკოლაში კორონავირუსი 12 მოსწავლეს დაუდასტურდა

ჩოხატაურის პირველი საჯარო სკოლის 12 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სკოლა, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბეს” სკოლის დირექტორმა ხათუნა წილოსანმა დაუდასტურა.

“ინფიცირებულია 12 მოსწალე ექვსი კლასიდან, ზოგი და-ძმაა. შემთხვევები მეორე კლასიდან იწყება და მე-12-ე  კლასის ჩათვლით, ექვს კლასშია დადასტურებული. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.აქმდე ინფიცირებული გვყავდა ერთი პედაგოგი. შესაბამისად სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა,”- გვითხრა წილოსანმა.

შეგახსენებთ ბოლო დღეებში გურიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. ვირუსი ძირითადად სკოლებში ფიქსირდება.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share