“ასე გამოიყურება თითქმის ყველა ეზო გურიაში… ქოცების აგიტატორებს არ გირჩევთ იქ ცოტა ხანი გამოჩენას და აქაც ნუ შემომეფეთებით, ძალიან გაბრაზებული ვარ! გაწირეს გურია-აჭარა შიმშილისთვის!”- წერს ადგილობრივი გიორგი ბაჯელიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და ფოტოებს ავრცელებს, საიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორ ჩაუვარდა მოსახლეობას წელს ციტრუსის სეზონი.
ოზურგეთის სოფლებში, წელს ციტრუსის კარგი მოსავალი იყო, თუმცა, გლეხებმა მოსავალის ნაწილი მთლიანად იზარალეს.
“გურიის მოამბე” წერდა, რომ მოსახლეობა რეალიზაციას ვერ ახერხებს და ტონობით მანდარინი დაკრეფილი ყუთებში, დაუკრეფავი კი, ხეებზე ულპებათ.
ოზურგეთში არ ფუნქციონირებს ციტრუსის მიმღები პუნქტი, რაც პრობლემას უფრო მასშტაბურს ხდის, რადგან აჭარაში ტრანსპორტირებაც რომ შეძლონ, თავად პუნქტები ვერ ახერხებენ ამდენი პროდუქციის მიღებას, რადგან მათაც შემდგომი რეალიზაციის პრობლემა უდგათ.
თუ რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ ამ ადამიანებისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევა, რომ ამ უმძიმესი პანდემიისა და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მოსახლეობას თავი ცოტათი მაინც მშვიდად ეგრძნო, პასუხი ადგილობრივ ხელისუფლებაში არა აქვთ.
თავად ადგილობრივები კი, ხელისუფლების მხრიდან მსგავს უყურადღებობას ასე ეხმაურებიან:
-“ის არასამთავრობო საქველმოქმედოები რა ჯანდაბას მიკეთებენ? ჩავიდნენ და ჩამოიტანონ”.
– “ბოლო დღემდე პირდებოდნენ მიმღები პუნქტები, რომ ჩაიბარებდნენ და ელოდნენ ესენიც და დაულპათ, გაუფუჭდათ”.
– “ბოლო დღემდე პირდებოდნენ მიმღები პუნქტები, რომ ჩაიბარებდნენ და ელოდნენ ესენიც და დაულპათ, გაუფუჭდათ”.
– “ნატანებში ასეთი ამბებია, სამწუხაროდ”.
– “ეგ მდგომარეობა გვაქვს მერიაშიც”.
– “არა და უხვი და ხარისხიანი მოსავალი იყო”.