“სოფელ ლიხაურში,ნიაბაურის დასაწყისში ეს ადგილი ყველამ იცით.
ეს ადგილი არის “ბერმუდის სამკუთხედი”, დედამიწის ჭიპი და ჯადოსნური ადგილი…
ეს ორმო ორ თვეში ერთხელ მოითხრება ,დაცემენტდება, წყალი სოფელს შეუწყდება და მერე ამ ორმოს რომ ამოავსებენ…გაივლის ზემძიმე სატვირთო აჭისკენ და ისევ სკდება კომუნისტების დროინდელი თუჯის მილი. წუწუნებს მოსახლეობა და მიზეზიც აქვს. ბიჯოო …ადამიანი მთვარეზე გაფრინდა, ფინიკიელები ძველ ათასწლეულებში ხელოვნურ კუნძულებს ქმნიდნენ და ეგვიპტეში პირამიდებს აგებდნენ…ეს თუჯის მილი კი უცდის ჯინს რომელიც გაამთლიანებს ერთხელ და სამუდამოდ. რას იზამ ჩამოვრჩით უძველეს ცივილიზაციას…
მანამდე მადლობა შპს “სატისს”რომელიც უანგაროდ ცდილობს დროებით მაინც დააცემენტოს ეს მილი და წყალი მიეწოდოს სოფელს.
სოფლის თავკაცებიც წვალობს და მოსახლეობაც” წერს ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე და კითხულობს: ” ზევით სამინისტრო მდგრადაა ისე?”.