“წელს ურეკი დამსვენებლებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემის გარეშე ხვდება”

“წელს კურორტი ურეკი დამსვენებლებს წყლისა და კანალიზაციის პრობლემის გარეშე ხვდება”

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ურეკში, დავით რობაქიძემ განუცხადა.

მისივე განცხადებით, ურეკის ცენტრალურ შიგა მაგისტრალზე ტროტუარების მშენებლობა ორ-სამ დღეში დასრულდება და მაქსიმალურად მოწესრიგებულია დასუფთავება.

რაც ცშეეხება პლაჟს, დილის 6 საათიდან სუფთავდება, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ:

“თუ იქ რაიმე ნაგავს ნახავთ ან ნარჩენებს, სამწუხაროდ ეს დამსვენებლების ნამოქმედარია, რომლებსაც ნარჩენების ნაგვის ურნამდე მიტანა ამ დრომდე ვერ ვასავლეთ – ამბობს რობაქიძე.

რობაქიძის თქმით პრობლემები მხოლოდ ბულვარის მშენებლობაზეა:

“არაკეთლსინდისიერი მიდგომების გამო იძულებული გავხდით შეგვეცვალა მშენებარე კომპანია, შესაბამისად დამსვენებლებს რომ ხელი არ შეეშალოთ, მშენებლობა სექტემბრიდან გაგრძელდება.

რაც შეეხება ფასებს, ანუ რა უჯდება დამსვენებელს ურეკში დასვენება   – რწმუნებულის ინფორმაციით – საოჯახო სასტუმროში დღე ღამე, კვების გარეშე 10-15 ;არამდე მერყეობს, საშუალო ტიპის სასტუმროებში კი 25-30- ლარი.

ამ დროისათვის ურეკში ძირითადად იმყოფებიან დამსვენებლები უკრაინიდან, ბელორუსიდან, რუსეთიდან და ისრაელიდან.

თუმცა აბსოლიტური უმრავლესობა დამსვენებლებისა ადგილობრივია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share