ისევ და ისევ კოვიდის ირგვლივ
მედიცინის მეცნიერებაში სტატისტიკას, განმსაზღვრელი როლი აქვს ექიმის აზროვნების დროს. როგორც მსოფლიო სტატისტიკას ისე ლოკალურს. ზოგადად, ადამიანი ყველგან ერთნაირია .მაგრამ, გეოგრაფიული არელის მიხედვით, ადამიანების ფიზიოლოგიური ცვლები და იმუნობიოლოგიური სტატუსები მკვეთრად განსხვავედება ერთმანეთისგან. საქართველოს ერთი სოფლიდან ,მეორე, ახლომდებარე სოფელში რომ დაისვენოს მოზარდმა, ეს შეიძლება, მისთვის კურორტი და საჯანმრთელო ვითარება აღმოჩნდეს. რადგან, ორგანიზმზე სხვა გარემოს ზემოქმედებას უდიდესი როლი აქვს. ხან დადებითი, ხან კი უარყოფითი. დაავადებების მექანიზმებზე აზროვნების დროს, ექიმის სწორი სტრატეგია წარმოუდგენელია, ამერიკის და ევროპის, თანამედროვე, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების და ასოციაციების კვლევების შედეგების გარეშე. მაგრამ, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და მკვეთრად განსხვავებულ პირობებში მყოფი პიროვნებების , ლოკალური კვლევის შედეგები , ზოგადი ნუტრიციული სტატუსის მონაცემების დასადგენად, არ გამოდგება. მკვეთრად ინდივიდუალურია და არ შეიძლება ზოგადი პოსტულატების საფუძველი გახდეს. არ შეიძლება ,მაგალითად, საფრანგეთში აღებული მონაცემები განივრცოს ყველაზე, სხვა ქვეყნებში მცხოვრებებზე. ზოგადად დაავადებებს არ ვამბობ და თეორიებს. ვეხები, მხოლოდ, ინდივიდუალურ მეტაბოლურ, მიკრონუტრიენტურ შემადგენლობას. კარგი ექიმისთვის ზუსტი მეცნიერება არ არის საკმარისი. მედიცინა ფსიქოლოგიაა და ფსიქოლოგიური აურის გარეშე აქ შედეგიანი არაფერი არ მიიღება. ვიღაც მედმუშაკი ამბობდა, რომ არაფერი მნიშვნელობა არა აქვს ,კორონას დროს მინერალებით და ვიტამინებით შევსებას. რადგან კანადაში, საფრანგეთში, ამერიკაში და ინგლისში კვლევით გამოვლინდა, რომ კორონას დროს ,მხოლოდ,მცირედ იყო დაქვეითებული ადამიანებში რამდენიმე ვიტამინიო. უკიდურესად რბილად რომ ვთქვა, ეს არის სრული არაპრაქტიკულობა. არ უნდა ვიქცეთ ექიმები მექანიკურ ქანქარებად. კიდევ შეგახსენებთ- ლაპარაკია ინდივიდუალურად მინერალების და ვიტამინების შემცვლელობაზე და არა დაავადების ზოგად თეორიებზე. ნუთუ შეიძლება ამერიკელის, ფრანგის, კანადელის ინდივიდუალური ნუტრიციული მონაცემების განვრცობა ქართველზე. იქ რანდომიზირებული კვლევის დროს შედის ,მაგალითად, ფერმერი, რომელიც გამძღარ- გასისინებულია და შევსებულია ყველა ნუტრიციული სიკეთით. შეიძლება ,მას ერთ კვირაში სამი ცხვარი აქვს შეჭმული. საქართველოში დღეს შიმშილის პიკია. საქართველოს მოსახლეობა ,შიმშილისგან და აუცილებელი ინგრედიენტების დეფიციტისგან სრულიად გამოფიტულია. საბჭოთა მედიცინის პროფილაქტიკური მეთოდებიც მოსანატრია. ჩვენი მშობლების თაობა, იმიტომ აღმოჩნდნენ უფრო გაძძლეები, რომ პოლიკლინიკებში ანტიჰელმინთური პროფილაქტიკა იყო. ასევე იღებდნენ უფასოდ თევზის ქონს. რაც ამაგრებდა კალცის, დე ვიტამინის და სხვა შემადგენლობის რიცხვს. დღეს საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მიკრო და მაკრონუტრიენტების შიმშილს განიცდის. ჩვენში დღეს, საშუალო დონეზე მცხოვრები ,ოჯახების წევრების ორგანიზმებიც გამოფიტულია. მაგალითად ოჯახში ორს აქვს საშუალო ხელფასი, ასევე ერთს ან ორს აქვს პენსია. დიდი გადასახადების გამო ასეთ ოჯახებს, აღარ ყოფნის აუცილებელი ინგრედიენტების შესაძენად ფული. მით უმეტეს, მედიცინის ზოგ რგოლში ისეთი მიდგომებია, მშიერ და გამოფიტული ნუტრიენტების მქონე ორგანიზმებს, შევსების მაგივრად ,გადაუფარავენ ჩივილებს, მისაჩქმალავი ქიმიური წამლებით. მდიდარი ოჯახების პირებიც გარკვეულ ნუტრიენტულ შიმშილს განიცდიან. რადგან ,თუ მედიცინის დაბალ რგოლში მოხვდა, იქ ნაკლებობას ვერ დაუდგენენ. ნუტრიენტების დეფიციტი კი მაშინ იჩენს ჩივილებად თავს ,ბოლომდე რომ დაეცემა. თითოეული სამედიცინო ჩივილი, მაგალითად-ტკივილი, შეშუპება, უკმარისობა და სხვა , ეს არის გაქრობამდე დასული ნუტრიენტების -ვიტამინების, მჟავეების , ელემენტების და სხვა ნივთიერებების უკანასკნელი სიკვდილისწინა ხავილი. ჭეშმარიტი მედიცინის არსი მათ შევსებაშია. დედა უბნის ექიმი იყო. ზაფხულში წამოიღებდა ისტორიებს სახლში და იცოდა რა ,შემოდგომაზე რომელი დაავადებები მწვავდება ქრონიკული, ამოწერდა ამ ადამიანების გვარებს. რაც ამ ადამიანების დაავადებების გამწვავების დროს ,შემადგენელი ნივთიერებები მცირდება, იმის შევსებაზე წინასწარ ზრუნავდა. ექთანი ჩამოივლიდა უბანში და ვინც ვერ მოვიდოდა გაფრთხილებას იღებდა რა მინერალით დატვირთულიყვნენ. ეს არის სწორი პროფილაქტიკა და ადამიანებზე ზრუნვა , რომელსაც წრფელი გული და ექიმის ღირსება სჭირდება. მაშინ ექიმის ანაზღაურება მიზერული იყო. დღეს ზოგ უბნის გამგეს 3 ან 4შეთავსება აქვს და საკმაო დაფინანსების მიუხედავად უბანში ეპიზოდურად ჩნდება. დღეს პროფილაქტიკა რომ, აკადემიური და მძლავრი იყოს ამდენი დაავადებული არ იქნებოდა. პროფილაქტიკური თანხები უმიზნოდ და ხალხისთვის უნაყოფოდ იხარჯება. განსაკუთრებით ,გამაოცა თუთიის და ცე ვიტამინის არასაჭიროდ მოხსენიებამ კორონას დროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის დასკვნით ,ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტს ცე ვიტამინის ნაკლებობა აქვს .რასაც პრაქტიკა ყოველდღე გვარწმუნებს. მე თქვენ ხშირად გიხასიათებთ დეტალურად, სხვადასხვა მინერალს და ვიტამინს. ბევრჯერ გესაუბრეთ თუთიაზე. საქართველოს მოსახლეობა მასშტაბურად გამოირჩევა თუთიის ნაკლებობით. ამდენი ალერგიული ადამიანი , რაც საქართველოშია ,არცერთ ქვეყნაში არ არის. ალერგიის მკურნალობა ძალიან დაბალი დონისაა,თუ ფონად თუთიის შევსება არ ხდება. რომელ საუკეთესო ალერგიის მალამოში არ არის თუთიის ბაციტრაცინი. თუთია ორგანიზმში არ გამომუშავდება. მას პერიოდული შვსება სჭირდება. კორონას მაგისტრალურ ხაზად გასდევს თუთიის უკმარისობა. თუთია ნორმაშიც რომ იყოს, მას პანდემიის დროს მაინც დამატება სჭირდება. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კორონა ყნოსვის და გემოს მოშლით მიდის. ხომ არ გგონიათ, რომ ეს სხვა რამეა, გარდა თუთიის დაცემისა სისხლში. ამის შემდეგ როგორ არ შევწუხდები, როცა ამბობენ, მაგალითად, ფერხორცად მსუყე კანადელების კვლევის დროს ,ცე , ბე და თუთია მცირედ იყო დაქვეითებული, ამიტომ კორონას დროს მათი დამატება აუცილებელი არ არისო. ბოდიში მაგრამ, მე ახლა უპირველესად საქართველოს მოსახლეობის ზუსტი მინერალური ბალანსი მაინტერესებს. კანადური დასკვნის გადმოტანა აქ მაცხოვრებლებზე აბსურდია. სამი დღის წინ სალონში ვიყავი. საშრობის ქვეშ ვიყავი დაკავებული, ამიტომ ვერ გავედევნე. მაგრამ, მაინც გავიგებ ვინ იყო. შემთხვევით შემოვიდა სალონში გზადაბნეული კაცი. პირველად 130 წლის მეგონა. მაგრამ კარგი დაკვირვებით ის 60 წლის იქნებოდა. დიდი ხნის სამარხიდან ამოღებული ჩონჩხი გეგონებოდა. ადამიანი სიკვდილის და შიმშილის ფორმულა. ძვალზე გადაკრული ტყავი. ასეთი ხალხის პატრონი სახელმწიფო მოხელე, რა სინდისით უნდა გამდიდრდეს ამ ქვეყანაში. შეადარე ახლა ამ კაცის და იმ კანადელი ფერმერის ნუტრიენტები. კორონა კლავს იმ ადამიანებს ,ვისაც კრიტიკულად დაბალი აქვთ მინერალური ბალანსი. ხედავთ, რომ ხანდაზმულმაც გადაიტანა კორონა და მძიმე ავადმყოფმაც , მაგრამ ახალგაზრდა გარდაიცვალა. რადგან ,უამრავი, იმათზე მეტი ნუტრიენტი აკლდა. ეს მაკლიაო არავის არ აწერია სახეზე. მაგრამ, ექიმი იმისთვის არის ,რომ თავის პაციენტში ეს დანაკლისი დააფიქსიროს. ის აზრი აბსურდულია, რადგან კანადელ ფერმერს არ უნდა შევსება, მშიერ ქართველსაც არ უნდაო. მითუმეტეს , რომ პანდემიის დროს ,ვირუსული ტალღები იმუნიტეტებს ისედაც თრგუნავს. ანუ პანდემიაა. არაჯანსაღი გარემოა და დაუავადებელი ადამიანიც იმუნურად რისკის ჯგუფია. საქართველოში ბევრს აქვს დიაბეტი, უამრავ წამლებს სვამენ, მაგრამ ,მაინც მაღალი აქვთ შაქარი. ეს იმიტომ, რომ ხდება გლუკოზაზე ხელოვნური ზეწოლა . არაა მცდელობა ,დარღვეული ფიზიოლოგიური მექანიზმების გამოსწორებაზე და დანაკლისის შევსებაზე. დიაბეტი შეიძლება, რამდენიმე თაობას გადაახტეს, მაგრამ ის, აუცილებლად გამოვლინდება ამ ეტაპზე, ამ შთამომავალში, სწორედ დაცემული თუთიის პირობებში. დიაბეტის მკურნალობას თუთიის კონტროლის გარეშე არასოდეს შედეგი არ ექნება. ის ძალიან დაბალი დონის მკურნალობა იქნება. თუთიის ნაკლებობის დროს, პანკრეასის ლანგერჰანსის უჯრედების კვდომა მიდის. დიაბეტი კი ამ უჯრედების ანთებაა. სანამ მინერალური დანამატების მასიური მცნება დამკვიდრდებოდა ამ ქვეყანაში, ჩემს პაციენტებს დიდი ხანია, ვირუსის დროს თუთიით ვტვირთავდი. რასაც სწრაფი და ადვილი გამოჯანმრთელება მოჰყვებოდა. წარმოუდგენლად არაპრაქტიკული და დაბალი დონეა, პაციენტს გადაატანინო ვირუსი თუთიის გარეშე. თუთიით შევსებულ ადამიანს არ დაემართება კორონა ან გადაიტანს ადვილად. კორონას დამძიმებაში თუთიის ნაკლებობა გამოკვეთილია. დაცემული თუთია შლის სისხლის კოაგულაციას და სისხლს აბლანტებს. ე წ სისხლის გამათხირებლების საჭიროება, რომლებიც მოწოდებულია კორონას მძიმე ფორმების დროს, სწორედ თუთიის დაცემის შემდეგ ხდება. ანუ დაცემული თუთია სისხლს აბლანტებს და ხელს უწყობს ერითროციტების და თრობმოციტების შეწებებას და თრომბების წარმოქმნას. ფარისებრი ჯირკვლით და ჩიყვით დაავადებულებს ,კორონას დროს დიდი მეთვალყურეობა სჭირდებათ. ჩიყვს ყველაზე მეტად თუთიის ნაკლებობა ამძაფრებს, მხოლოდ იოდი რომ ჰგონიათ მისი წამყვანი ხაზი. დიაბეტიანებს კორონა ,სწორედ თუთიის უკმარისობის გამო ურთულდებათ. დიდი ტექსტი არ იდება. ამიტომ მოკლედ ვცდილობ. ნუტრიციის ჭრილში ათასობით მაგალითის მოყვანა შემიძლია. მაგალითად თუ დე ვიტამინი დაკლებულია, ადამიანს ადვილად ემართება კორონა. დე კი ვერ შეიწოვება, თუ ადამიანს აკლია-კალცი, ე ვიტამინი, მაგნიუმი და ფოსფორი. მაგალითისათვის ავიღოთ -ქრომი. მას ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს. უსასუქო კარტოფილი კი, ვისთვის არის ხელმისაწვდომი, რაშიც ქრომია. მარცვლეული ყველას არ უყვარს. დიაბეტის და ჩიყვის მკურნალობა, ძალიან დაბალი დონისაა, თუ ფონად ქრომის კონტროლი არ ხდება. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მქონეს, ჩიყვით დაავადებულებს, დიაბეტიანებს ,ადვილად გაურთულდებათ კორონა, თუ ქრომის კონტროლი არ არის. ქრომის კონტროლის გარეშე, დიაბეტის დროს შაქრის რიცხვს, სტაბილურად ნორმაზე ვერ დასვამ . ქრომი ფიზიომამამთავარია მაკრონუტრიენტების და მათი ცვლების. ის აკონტროლებს ცილების ,ცხიმების ნახშირწყლების ცვლებს, მათ , ენერგიად გარდაქმნას და ამტკიცებს იმუნიტეტს. კორონა ვერავის ვერ მოერევა, თუ უკიდურესად აუცილებელი მინერალების ბალანსს, მაინც დაახვედრებს ადამიანი მას. მაგრამ , უბედურება ჩვენი ქვეყნის იმაშია, რომ ადამიანთა უმრავლესობას ძალიან ბევრი მინერალური დანაკლისი აქვს და ამას მაშინაც ვერ იდგენენ, ბევრ ფულს რომ იხდიან. ადამიანი მედიცინის თვალსაზრისით 27 წლიდან ბერდება. ძვალი ბერდება 26 წლიდან ყოველდღე. 30 წლიდან ადამიანის ჯანმრთელობა , თუნდაც მას ჩივილები არ ჰქონდეს უნდა მართოს პირადმა ექიმმა. პროფილაქტიკა კარდინალური მეთოდია ,ადამიანის სიცოცლის გახანგრძლივების. 30 წლიდან ადამიანს ინტენსიურად სჭირდება ფიზიოლოგიური გაწმენდა და მინერალური ინგრედიენტების კონტროლი. რომ არ დაემართოს დაავადებები და კიბო. რომ გაუძლოს ძლიერ ვირუსებს. კორონა ურთულდება იმ ადამიანებს, ვისაც მეტი შლაკები აქვს და ნაკლები მინერალური ბალანსი და ამის შედეგად,შემცირებული აქვს მომნელებელი ფერმენტები და დაცემული აქვს იმუნიტეტი. თუ ორგანიზმს იმუნიტეტი არა აქვს და ნორმაში არა აქვს მომნელებელი ფერმენტები, მაშინ ორგანიზმში გროვდება-შლაკები, ლორწო, ვირუსები, სოკოები, მიკრობები, კოკები,ჩხირები, ბაქტერიები, ჭიები. ზოგადად ამ ყველაფერს შლაკები ჰქვია. შლაკები, ეს მოუნელებელი ნივთიერებებია. ისინი ქრონიკულად წამლავენ ორგანიზმს , სადაც გროვდებიან იმ ორგანოს, ჯერ ანთებას იწვევენ შემდეგ კიბოს. ამ შლაკებს უერთდება, არასწორად დანიშნული ქიმიური წამლებისგან მიღებული მუტანტური უჯრედები. ეს უკვე გლობალური შლაკები, რეაციაში შედის ვირუსებთან და მიიღება გართულებები .კორონას რომ ასეთი ნაგავი დახვდება, ცხადია ის გაურთულდება ადამიანს. მაგრამ თუ მას დახვდება გაწმენდილი ორგანიზმი, მინერალებით შევსებული ბალანსი, მუშა ფერმენტები, კორონა არ გაურთულდება ადამიანს და მარტივად გადაიტანს. მედიცინის ჭეშმარიტებაა, რომ ფილტვის ანთებას გაუჭირდება დაწყება ,თუ ა ვიტამინი ნორმაშია. ა ვიტამინი სასუნთქი სისტემისთვის მთავარი სასიცოცხლო რგოლია. კორონა ძნელად გართულდება პნევმონიით , თუ ა სრულ ნორმაშია. კორონა თავდაპირველად იბუდებს და მრავლდება ლორწოვან გარსებში. ლორწოვანი გარსები-პირის ღრუს, ხახის, ხორხის, ფილტვის და ბრონქის, ჯანმრთელი ვერ იქნება თუ ა ვიტამინი დაკლებულია. ა ვიტამნის ნაკლებობის დროს, ადამიანს ვირუსის მიმღებლობა მაღალი აქვს. კორონას ვირუსს რომ გაუმკლავდეთ, უფრო მეტად , იმ ინგრედიენტებით უნდა შეივსოთ, რაც თქვენი დაავადების დროს , განსაკუთრებით მცირდება ყოველთვის. დანამატების და მედიკამენტების ფული თუ არ გაქვთ, ბრძოლა საკვებითაც შეიძლება. ეს ისედაც მედიცინის ერთი დარგია–ფიტოთერაპია, რაც საკვებით მკურნალობას მოიცავს. კორონას მოსაგერიებლად დიაბეტიანებმა აქცენტი აიღეთ–ჭინჭარი, გოგრა, კოჭა, არტიშოკი, თუთა, დარიჩინი, ვაშლის ძმარი, წიწიბურა, სტევია, ამარანტი, ისპანახი, მიწის ვაშლი, სატაცური, წიწმატი, ჭარხალი, მიწის მსხალი, ნუში, ჯიმნემა ანუ გურმარი, თვის ბოლოკი, ნიგოზი, სალათის ფურცლები, ნიახური, კომბოსტო, თეთრი ბოლოკი, მწვანე ლობიო, გოჯი, მოცვი, მარმუჭი, ხბოშუბლა და სხვა. ფარისებრი ჯირკვლის და ჩიყვის პრობლემების დროს, აქცენტი აიღეთ-გოგრა ,ლობიო, ხალვა, ხიზილალა, ზღვის და ყვავილოვანი კობმოსტო, ბარდიჯანი, ქიშმიში, შტოში, კოჭა, გარგარის ჩირი, თაფლი, ბერძნული კაკალი, ლიმონი, ხურმა,ხახვი, ვაშლი, კიბორჩხალა და ზღვის პროდუქტები, ქოქოსის კარაქი და შაქარი, ფეიხოა, ნიგვზის მურაბა, წითელი თევზი, ისპანახი, მოცვი, დარიჩინი ,ნიგოზი, წიწიბურა, ტაჰინი, ხალვა და სხვა. სხვა დაავადებებით დაავადებულებს, სხვა თავებში გავაგრძელებ ,რაზე გააკეთონ აქცენტი . ანუ ეს პროდუქტები არის იმ მინერალების სიჭარბით გამორჩეული, რომლებიც ამ დაავადებების დროს დაცემულია და სწორედ ამის გამოა ეს დაავადებები. გოჯის ჩირები ყველამ მიიღეთ .გზას უკეტავს ვირუსებს. შაკიკით დაავადებულებმა ,კორონას დროს მოიმარაგეთ–კინოა. ის ვირუსის დაძლევაში დაგეხმარებათ და თავის ტვინის გართულებებს აგაცილებთ. ყველამ, სეზონური ხილი გაძლიერებით მიიღეთ. სამყაროს არსებობა ვინაც დაუშვა, მან ამაში სამყაროს და ცოცხალი არსებების გადარჩენის იდეაც ჩადო. ყველაზე მეტად სეზონური ხილი მატებს ადამიანს იმუნიტეტს. რაც ეკოლოგიური ზეწოლისგან გეკარგებათ,მოცემულ სეზონზე, ის გაძლიერებითაა ჩადებული სეზონურ ხილში ბუნებისგან. ქაცვი მაგალითად , ახლა იმიტომ იკრიბებოდა ოქტომბერში, ,რომ მასში დიდი რაოდენობითაა თუთია და ის ამზადებს ორგანიზმებს ვირუსის ადვილად მოსაგერიებლად.
მარინა ტოტოჩავა