როგორ უნდა დავიცვათ თავი ვაქცინის და არა მარტო ვაქცინისგან განვითარებული ანაფილაქსიისგან
რა უნდა იცოდეთ, რა უნდა შეასრულოთ, რომ სიკვდილის რისკი რეალურად მოხსნილი გქონდეთ.
რამდენიმე პოსტს გადავაწყდი, ევროპელი ექიმები ადგილობრივებს ანუ აქ მოღვაწეებს უხსნიან ანაფილაქსიის პროტოკოლს. მომწონს და საუკეთესოა, როცა ერთმანეთს რამეს ასწავლიან და ცოდნას უზიარებენ. მაგრამ, ანაფილაქსიის პროტოკოლი არ შეცვლილა და ადგილობრივი ქართველი ექიმები , 20 წლის წინათაც წარმატებით ვხსნიდით ანფილაქსიური შოკის შემთხვევებს. პროტოკოლი, თითქმის, ზუსტად იგივეა, რაც იყო 20 წლის წინ. როცა ქართული მედიცინა გაფარჩაკდა, იმ წლებშიც კი, ჩვენი რეანიმატოლოგები ხურდებით ანაზღაურების ფასად, ბრწყინვალე შედეგებს დებდნენ. ყველა არა, მაგრამ, ახლაც საქართველოში უმაგრესი რეანიმაციები გვაქვს, ევროპაში განსწავლული ექიმებით და წარმატებული შედეგებით.
ანაფილაქსიის თავიდან აცილება შეიძლება და უმთავრესად მიმაჩნია, ეს ადამიანებმა იცოდნენ. ანაფილაქსია სიკვდილისათვის საშიში მდგომარეობაა. მისი შემთხვევები არც ისე ცოტაა. ეს არის ფაქტორი, რომლის ცოდნა მოსახლეობისათვის აუცილებელია. გავიხსენებ ცნობილ ფაქტებს. ადამიანს უკბინა მწერმა, დასავლეთში ბაზებს რომ ეძახიან. სტაციონარში ჩამოსვლამდე დაიღუპა გზაში. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ სუსტია, პროფილაქტიკური მედიცინის და პირველადი რგოლები. სიკვდილსაშიში მდგომარეობების შესახებ, მოსახლეობას, თავისი ექიმისგან წინასწარ უნდა ჰქონდეს ყველა ინფორმაცია. ამას ჰქვია პროფილაქტიკა. ეს არის პროფილაქტიკური მედიცინის უპირველესი მოვალეობა. იქ სადაც წამები წყვეტენ ყველაფერს, მის ირგვლივ ყველაფერი წინასწარ უნდა იცოდეს მოსახლეობამ. მეორე მაგალითი ასეთია: ადამიანს უკბინა ფუტკარმა. ანაფილაქსია რომ დაეწყო ანუ ყელი და ხორხი შეუშუპდა, მას ეგონა ანგინა გაუღიზიანდა . არ მივიდა ახლოს მდებარე სტაციონარში. წავიდა პოპულარულ ლარინგოლოგთან მეორე ქალაქში და გ ზაში დაიღუპა. სტაციონარში მორიგე ვიყავი. მეორე დღეს უფრო ადრე უნდა წავსულიყავი სახლში, მაგრამ, ჩემი პაციენტისთვის შემოვრჩი. უკვე 6 საათი იყო წავედი და ქუჩაში ყვირილი მომესმა სტაციონარიდან მეძახდნენ -დაბრუნდი, გვიშველეო. დავბრუნდი. 5 წლის ბიჭს ერთი ტაბლეტი ამპიცილინის დალევაზე, ჰქონდა ანაფილაქსია. სრული შოკი იყო. რათქმა უნდა გადავარჩინეთ. გამოკვეთით გეტყვით-ანაფილაქსია არ დაემართება ადამიანს, თუ მას ალერგია არა აქვს, როგორც დაავადება. სავალდებულო არ არის ალერგია , მანდამაინც გამონაყარით გამოვლინდეს. ის შეიძლება , პერიოდულად დაბლა დაწეული წნევით გამოვლინდეს. ან პერიოდული კუჭ-ნაწლავის აშლილობით ან ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანის ანთებადი განწყობით ან სხვა. ალერგიაზე სრულფასოვნად გესაუბრეთ ალერგიის თავში. ანფილაქსია ანუ ანაფილაქსიური შოკი ალერგიული რეაქციაა, რომელიც უსწრაფესად ვითარდება .ამ დროს ორგანიზმის მგრძნობელობა მაქსიმალურია. არის მოგვიანებითი და დაუყოვნებელი რეაქციები. ანუ ანაფილაქსია, შესაბამისი ალერგენის მიღებიდან, შეიძლება რამდენიმე დღეში განვითარდეს. ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში ვმუშაობდი თბილისში. დარეკეს ამ კლინიკაში, სხვა კლინიკიდან— თქვენი ექიმი ჩვენს რეანიმაციაში წევსო. იმ ადამიანმა გაიკეთა ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. დაიცვა კვებითი ანტიალერგიული დიეტა 2 კვირა. . შემდეგ როგორც ხდება გადაავიწყდა და ალბათ, დაამატა ალერგენი საკვებით. განვითარდა შრატისმიერი ანაფილაქსია სამი კვირის შემდეგ. დაეცა ქუჩაში. ანაფილაქსიის დროს, ორგანიზმის მგრძნობელობა ზემაქსიმალურია. მიზეზი უამრავია: ცილა, შრატი, წამალი, შხამი და სხვა. მსოფლიო სტატისტიკით წამლისმიერი ანაფილაქსია 10 დან 1 ან 2 შემთხვევაში სიკვდილით დამთავრებულა. ამ დროს სიკვდილს სამი მიზეზი აქვს: 1-სასუნთქი გზების დახშობა ალერგიული შეშუპების გამო. 2-წნევის დაბლა ვარდნა. 3-თავის ტვინის შეშუპება. სამედიცინო მეცნიერების ანალიტიკის დონეზე-ანაფილაქსია არის მწვავე სისტემური რეაქცია, როელიც მიიღება მაშინ, როცა პოხიერი უჯრედებიდან და ბაზოფილებიდან გადმოსროლილი მედიატორები იწყებენ ორგანიზმის უსწრაფეს დაზიანებას. დარტყმა– სასუნთ სისტემაზე-70 პროცენტია, გულსისხლძარღვთა სისტემაზე -50 პროცენტია, საჭმლის მომნელებელ სისტემაზე–30 პროცენტია, კანზე 90 პროცენტია. ასევე, ანაფილაქსიას ვუწოდებთ, იმუნოგლობულინ ე -ს ანტისხეულებით გამოწვეულ რეაქციას. კიდევ სხვანაირად რომ გითხრათ ,ანაფილაქსია ეს არის ალერგიის მძიმე ვარიანტი, მთელს ორგანიზმში გლობალურად განვრცობილი უსწრაფესი რეაქცია, რომელიც , მხოლოდ, მტკიცედ სენსიბილიზებულ ორგანიზმში წარმოიშობა და არა ყველა ორგანიზმში. ეს ხდება ამ ორგანიზმში მისთვის სპეციფიკური ალერგენის შესვლისას. ამას დამატებული ალერგენებით სენსიბილიზების ფონი. ვაქცინა რაც არ უნდა დაბალი ხარისხის და უვარგისი იყოს, მარტო ის არ განავითარებს ამ რეაქციას, თუ ადამიანი ფონურად სხვა ალერგენებით არ არის პარალელურად სენსიბილიზებული. სენსიბილიზებული ნიშნავს სხვადასხვა ალერგენებით უკვე გაჯერებულ ორგანიზმს. ასეთი ორგანიზმის იმუნიტეტი, სხვადასხვა ახალი ალერგენებისადმი უფრო მეტად მგრძნობიარეა და თავის იმუნობიოლოგიურ ძალებს ამის ფონზე ადვილად თმობს. ანაფილაქსია ყველაზე ხშირია საკვებში შემავალი ალერგენების გამო. უფრო ნაკლებია მედიკამენტების და მწერების გამო. რა არის ის ფაქტორები რომლებიც აპროვოცირებენ ანაფილაქსიას–რინიტი, სინუსიტი, ა სთმა, პარაზიტები, აგრესიული სოკოები და სხვა. ადამიანების უმრავლესობა სენსიბილიზებულია პარაზიტებით. იყო წლები, რომ ზოგიერთ ექიმებს ა რ გვიჯერებდნენ, რომ ადამიანები ინვაზირებულია პარაზიტების კოლოსალური ციფრით. ახლა ინტერნეტმა და პრესამ თავისი შედეგი გააკეთა. სტატისკით და კვლევით, ყოველ 25-ე ადამიანს ტვინში და გულში ჰყავს ჭია. საუბარი აღარ არის საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სადაც დენოლებით და ნექსიუმებით ხდება ადამიანების უშედეგო მკურნალობა ხშირად, როცა პროცესის წამყვანი ფაქტორი პარაზიტებია. ანაფილაქსია ხშირია–პენიცილინის, სტრეპტომიცინის, ბ1 ვიტამინის, ნოვოკაინის ჯგუფის, შრატების, რინგერში გამოყენებული ნივთიერებების, სისხლის შემცველების გამოყენების დროს. ყველაზე ხშირად ანაფილაქსია გამოუწვევია შემდეგ საკვებს-კვერცხის ცილა, რძის პროდუქტები, ციტრუსი, ნიგოზი, რძე, შოკოლადი, მოლუსკები, ლობსტერები, კრევეტები. არის ანაფილაქსია ძლიერი ფიზიკური ვარჯიშის ან შრომის შემდეგ, თუ ალერგიული პროდუქტების თანხვედრაა. კბილის ექიმთან არის შემთხვევები ლიდოკაინზე ანაფილაქსიის. მე ცალკე პოსტად ადრე გესაუბრეთ იმაზე, რომ დაუშვებელია ანტიბიოტიკის გაკეთება სინჯის გარეშე. დღეს არის თანამედროვე, კომბინირებული ანტიბიოტიკები მესამე, მეოთხე თაობის, რომლებში ზოგში არის სულ მცირე პენიცილინი. თერაპიის სახელმღვანელოში აღწერილია ის დრო, როცა ერთჯერადი შპრიცები არ იყო. პაციენტი ეძებდა ღამე ექთანს. შევიდა სამანიპულაციოში, სადაც სტერილდებოდა პენიცილინზე გამონაყენები შპრიცები. პაციენტი პენიცილინის ანაფილაქსიით იქვე გარდაიცვალა. ინჰალაციურად განვითარდა ანაფილაქსია. დიდი შეცდომაა , როცა ექიმი ეკითხება პაციენტს—- გაქვს თუ არა პენიცილინზე ალერგია? ანუ განაკეთები გაქვს თუ არა პენიცილინი. პენიცილინის შემცველ თანამედროვე ანტიბიოტიკს, ისევე როგორც ყველას, სჭირდება სინჯის გაკეთება. პენიცილინს აქვს მოკლე სენსიბილიზაცია. ანუ განაკეთები და კარგად შენარგებიც რომ გქონდეს, შეიძლება მეორე გაკეთებაზე რამდენიმ ხნის შემდეგ ანაფილაქსია გამოიწვიოს. ზოგს უკვირს დღეს და გუშინ არაფერი არ მიჭამია ალერგიული და რატომ მაქვს ალერგიული რეაქცია. როცა ალერგენი ორგანიზმში შევა, იმუნური სისტემა იწყებს ანტისხეულების შექმნას. ამ ალერგენთან ანტისხეულების ურთიერთობის შედეგად, ორგანიზმი წარმოქმნის ჭარბ ჰისტამინს. ალერგია შეიძლება რამდენიმე ხნის შემდეგ განვითარდეს. ჰისტამინის სიჭარბე არის ანაფილაქსიის მიზეზი. ანაფილაქსიის დროს ხდება ელვისებური ულტრამგრძნობელობის განვითარება. ანაფილაქსიური შოკის გამოკვეთილი ნიშანია–ჰისტამინის და სხვა ბიოლოგიურად ზეაქტიური ნივთიერებების მიერ პ ერიფერიული და ცენტრალური სისხლის მიმოქცევის მყარი მოშლა. ანაფილაქსიის პირველი კლინიკური ნიშანი არის ადგილობრივი რეაქცია. ნემსის გაკეთების ადგილზე წარმოიშობა ქავილი, შეშუპება, სიწითლე. ანაფილაქსიის დროს ვითარდება-ბრონქოსპაზმიც, ლარინგოსპაზმიც, ხორხის ლორწოვანის სპაზმიც და შეშუპება. იწყება სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი, ხრინწიანი, ასთმური ტიპის სუმთქვა. ჰიპოქსიის გამო ორგანიზმს აღარ ეწოდება ჟანგბადი. ადამიანი ფერმკრთალდება, ტუჩები ლურჯია. არტერიული წნევა ეცემა. ჯერ ვითარდება კოლაფსი, თავისი დამახასიათებელი, ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მყარი დაქვეითებით. გონებას კარგავს. პულსი სუსტია და ჩქარი. არის ხველა და ამოსუნთქვის გაძნელება. გონების დაკაგვამდე არის—–თავის ტკივილი, ყურებში შული, ოფლის დენა, თვალის გუგები გაფართოებულია, შეიძლ;ება კრუნჩხვაც. მუცლის შებერვაც , კუჭის აშლაც. აქვს ქოშინი. ფილტვებში მოსმინება მრავლობითი მსტვინავი ხიხინი. სუნთქვაში მონაწილეობს გულმკერდის დამხმარე მუსკულატურა. ანაფილაქსიის დროს სიკვდილის მიზეზია-სასუნთქი სისტემის სრული დახშობა, –ობსტრუქცია და გულ-სისხლძარღვთა კოლაფსი. დახმარება უსწრაფსად უნდა მოხდეს, რადგან შინაგან ორგანოებში, ღრმა პათოლოგიური ცვლილებები უსწრაფსად ხდება. დღეს ადამიანები სენსიბილიზებულია უამრავი ქიმიური, არასაჭირო მედიკამენტების შლაკებით. მკურნალობის დროს ნებისმიერი დავადებისას, უპირველესი მიზანი ადამიანის გაწმენდა და ალერგენებისგან სანაცია უნდა მოხდეს. მითუმეტეს ალერგიული ადამიანი არ უნდა დავცხრილოთ კრემებით, მალამოებით, აეროზოლებით და ბევრი ქიმიური წამლით. ეს ზედაპირული და დამზიანებელი მკურნალობაა. გარკვეული ნივთიერებების, მჟავების, ამინომჟავების, მიკროელემენტების დეფიციტები იწვევენ ალერგიული მ დგომარეობის გამყარებას. მკურნალობები ალერგიების დროს ადამიანის სანაციით და დანაკლისების შევსებით უნდა დავიწყოთ. ვნახულობ ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც რამდენიმე დამატენიანებელი კრემი აქვთ დანიშნული მშრალი კანის გამო. ეს კრემები შეიცავენ სხვადასხვა ქიმიურ მინარევებს, როცა ეს სიმშრალე , ქოლინის, ე და ა ვიტამინის და სხვა ფაქტორების ნაკლებობის გამოა. როცა ალერგიის დროს ადამიანს გამონაყარი აქვს და მალამოებით იფარებიან. გამონაყარი ალერგიის დროს ,ეს არის ღვიძლისა და სანაღვლე გზების ბილიარული ნალექის რეაქცია. მალამოთ უკანბრუნება ხდება. ზოგ შემთხვევაში სოდიანი ოყნა მეტად სასიცოცხლოა, ვიდრე არასწორად დანიშნული მედიკამენტი. ალერგენების დიდი ნაწილი ორგანიზმში ხვდება ინჰალაციურად -ჩასუნთქვით-ცხოველის ბეწვი, ადამიანების ქერცლი, საღებავი, კოსმეტიკა, ბენზინი, აცეტონი, სარეცხი ფხვილი, მტვერი, თევზის საკვები. ჩვენს პლასტმასის ეპოქაში ადამიანები გაჯერებულია უამრავი ალერგენით. თუ ანაფილაქსია დაგემართად და გამოხვედით მდგომარეობიდან, გარკვეულ დროს თავი არ ჩათვალოდ მორჩენილად. რადგან ,ანაფილაქსიის შეტევა ხან ორფაზიანია. მეორე ფაზა უფრო მძიმეა პირველზე. ანაფილაქსიის მაპროვოცირებლებს ერიდეთ–1–ლატექსი ამოიღეთ კვებიდან. ასევე მისი შემცველი საგნები. 2–ნუ გაივლით ფეხშიშველი, მით უმეტეს მდელოზე. 3– ოჯახში მოსპეთ სოკოს კერები. ალერგია შეიძლება ნებიმიერ რამეზე ჰქონდეს ადამიანს. მყავდა ერთი პაციენტი, ძალიან ცნობილი და შეძლებული ოჯახის შვილი, რომლსაც პურზე ჰქონდა ალერგია. ბავშვი ფაქტიურად გატყავდა, ლაიალას სინდრომი გამოიხატა, როცა მოიპარა ერთი ნაჭერი პური. ანუ ალერგია ინდივიდუალურია. მაგრამ ,პოტენციურად ძლიერ ალერგენების ჩამონათვალზე ყველას აქვს ალერგია. . ეს არის: ძროხის რძე, თევზი, კვერცხი, ნესვი, კრევეტები, მარწყვი, შოკოლადი, ციტრუსი, თხილი, თაფლი, არაქისი და მისი კარაქი, ყავა. კვერცხის ცილაში კონალბუმინი და ლიზოციმი იშლება, მაგრამ სუპერალერგიული – ოვომუკოიდი ,რომელსაც ბევრის ღვიძლი ვერ უძლებს, არ იშლება. კვერცხის ცილაზე ალერგიულებს უნდა შეეკითხოთ და გაიგონ ამის შესახებ. მაგალითად ,თუ ვაქცინა ქათმის ვიბრიონზე არის გაზრდილი, მაშინ ეს ადამიანი ალერგიულია მის მიმართ. ვაქცინას არ უნდა დახვდეს ალერგენებით დამუხტული ორგანიზმი, ასვე პარაზიტებით. უამრავი, კიდევ ძალიან ბევრი მინდა ვთქვა ანაფილაქსიაზე. კოლოსალური რაოდენობის სათქმელი დამრჩა უთქმელი. მაგრამ უფრო დიდ ტექსტს არ დებს ,ამიტომ მეორე ნაწილში გავაგრძელებ. ანუ თუ იცრით ორშაბათს, წინა დღეებში აუცილებლად შეიკავეთ თავი ალერგიული პროდუქტებისგან. არ დალიოთ ყავა იმ დღეებში. გაიწმინდეთთ პარაზიტების გან შეძლებისდაგვარად. ვაქცინას ნუ შეხვდებით შიგა ალერგიული ბუმით. ეს რეაქციის აცილების გარანტია. ვაქცინა რაც არ უნდა უვარგისი ხარისხის იყოს არ გამოიწვევს ანაფილაქსიას, თუ თქვენი ორგანიზმი ჯანსაღია და ალერგიული და სხვა შლაკებით, უკიდურესად არ არის დაშლაკული.
მარინა ტოტოჩავა