ჩოხატაურში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა, ისინი მკურნალობას სახლში გადიოდნენ

დღეს კორონავირუსით ჩოხატაურში ორი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ერთი ასაკავონი ქალბატონი სოფელ ბუკნარის მკვიდრია, ხოლო 59 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე  შშმ პირი იყო, სოფელ საჭამიასერში ცხოვრობდა. ორივე მათგანი ბინაზე მკურნალობდა.

ეს ინფორმაცია “გურიის მოამბეს” დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონის ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ დაუდასტურა.

“ორი გარდაცვალება გვაქვს ჩოხატაურში, ასაკოვანი ქალბატონი სოფელ ბუკნარიდან და 59 წლის შშმ პირი მამაკაცი სოფელ საჭამიასერიდან. ისინი მკურნალობას სახლში გადიოდნენ, ალბათ ოჯახის ექიმმა ასე ჩათვალა საჭიროდ, მე მეტი ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტულად რატომ გადიოდნენ მკურნალობას სახლში.”- გვითხრა მჟავიამ.

შეგახსენებთ, დღეს გურიის რეგიონში კორონავირუსის 32 შემთხვევა დადასტურდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share