“ათას რამეს იგონებს ეს ბანკები, რომ საკუთარი ფული არ გაიტანო, არ გადაიტანო, არ გადარიცხო- ავტორიზაციაო, ტექნიკური შეფერხებაო, დღის ჩახურვის გამო 12 საათზე ვერ ვახორციელებთო და ა.შ. ახლა კიდევ ეს უფლებაც მისცეს…”
განუცხადა, -ეკონომიკის ექსპერტმა; თემურ ხომერიკმა; “გურიის მოამბეს”, სებ-ის მიერ 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის 500 ლარზე მეტი რისკიანი საბარათე ოპერაციებზე რეგულაციის შემოღებასთან დაკავშირები” მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას:
“არ ვარგა ასეთი უტრირება: აშშ-ში, კანადაში, ბრიტანეთსა და ევროკავშირში არ არსებობს ერთიანი წესი, რომლის მიხედვითაც ყველა 60+ ადამიანს 500 ლარზე მეტი გადარიცხვა ავტომატურად უჩერდება. იქ სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ბანკში მოქმედებს განსხვავებული თაღლითობის საწინააღმდეგო მექანიზმები. ამიტომ სებ-ის მიერ „საერთაშორისო პრაქტიკად“ მოხსენიებული მიდგომა მაღალი რისკის გადახდების დროებითი შეჩერების/დაყოვნების პრაქტიკაა და არა როგორც ზუსტად იგივე ასაკობრივი და 500-ლარიანი წესის გადმოღება. რადგან 2026 წლის 1 სექტემბრიდან ქართული რეგულაციის პირველი ეტაპი მხოლოდ საბარათე ოპერაციებს ეხება, ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის გადარიცხვებზე იგივე მოთხოვნების გავრცელება დაგეგმილია 2027 წლის 1 მაისიდან- იქნება წესიერად დააკვირდნენ: ასაკობრივი ზღვარი რას იძლევა- მხოლოდ გარკვეული სოციალური ჯგუფის დისკრიმინაციად აღიქმება.. არადა პრევენციად საღდება _ სებ-ის რეგულაციის ლოგიკა ასეთია: 60 წლის ადამიანს გადარიცხვა კი არ ეკრძალებაო _ თუ მისი ქცევა ჰგავს თაღლითობის მსხვერპლის ქცევას, ბანკს ეძლევა დრო, რომ გადაამოწმოს ოპერაციაო. კაცო ათას რამეს იგონებს ეს ბანკები, რომ საკუთარი ფული არ გაიტანო, არ გადაიტანო, არ გადარიცხო- ავტორიზაციაო, ტექნიკური შეფერხებაო, დღის ჩახურვის გამო 12 საათზე ვერ ვახორციელებთო და ა.შ. ახლა კიდო ეს უფლებაც მისცეს…” თქვა თემურ ხომერიკმა;
ოფიციოზი – სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გზირიშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც 60+ ასაკის მოქალაქეებისთვის 500 ლარზე მეტი რისკიანი საბარათე ოპერაციებზე რეგულაციის შემოღება განაპირობა.
საქმე ისაა, რომ დღეიდან, როდესაც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (მათ შორის, კომერციული ბანკი, მიკრობანკი, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) შემდეგ ოთხ გარემოებას ერთდროულად გამოავლენს: გადახდის ოპერაციის შინაარსი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის საქმიანობასთან; გამოვლენილია მომხმარებლის ხარჯვისა და ქცევის უჩვეულო თავისებურება; ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და მომხმარებლის ასაკი აღემატება 60 წელს, ვალდებულია 48 საათით შეაჩეროს მოპერაციის შესრულება, დაუკავშირდეს მომხმარებელს და მარტივი და გასაგები ფორმით მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია რისკების ან შესაძლო თაღლითობის შესახებ. თუ მომხმარებელი ოპერაციის შესრულებას კვლავ გადაწყვეტს, მისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, ოპერაცია ინიცირებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ შესრულდება.
ლაშა გზირიშვილი ყურადღებას რამდენიმე მიზეზზე, მათ შორის თაღლითობის შემთხვევების სიხშირეზე ამახვილებს.
“არ არის საუბარი იმაზე, რომ 60 წელს ზევით ადამიანები ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებას. უბრალოდ არსებობს ასე ვთქვათ სისტემური მიდგომა და სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ტექნოლოგიური, სოციალური რისკ-ფაქტორების თანხვედრა ყველაზე მაღალი სტატისტიკურად არის სწორედ ამ ასაკის და ზევით მომხმარებელში, მოწყვლადობაზეა საუბარი. ბევრი ფაქტორი ერთმანეთს ემთხვევა, მათ შორის მაგალითად ფინანსური განათლების დაბალი დონე, რომელიც მარტო ამ ასაკში კი არა, ახალგაზრდებშიც პრობლემაა და ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია და ამ კუთხითაც ეროვნული ბანკი მუშაობს, რომ ფინანსური განათლების დონემ აიწიოს. პლუს ტექნოლოგიურ განვითარებას ხშირად ადამიანები ფეხს ვერ უწყობენ, თვითონ პროდუქტებიც კომპლექსური ხდება და ელემენტარულად თუნდაც მაგალითად პრეტენზიების სტატისტიკაც გვაჩვენებს, რომ ძალიან ხშირია თაღლითობები და სხვადასხვა სქემები. მათ შორის ერთ-ერთი წინაპირობა ესეც იყო. ამ წესებზე ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოდან. ერთ-ერთი ფაქტორი ესეც იყო, რომ ზოგადად გახშირებული მოგვეჩვენა თაღლითობების შემთხვევები. ეროვნულ ბანკში გვაქვს ცხელი ხაზი და ჩვენ უშუალო კონტაქტი გვაქვს მომხმარებლებთან და მათგან ვიღებთ ინფორმაციას. ფინანსური მომსახურების გამწევი ორგანიზაციები ჩვენ ყოველთვიურად გვაწვდიან პრეტენზიების შესახებ სტატისტიკას და ვუყურებთ შინაარსობრივად. როგორც კი ჩნდება ინდიკატორი, რომ რაღაც ტიპის ოპერაციები შეიძლება იყოს სარისკო და მომხმარებლებს რაღაც კუთხით გარკვეული საფრთხე ემუქრებათ, ჩვენ მყისიერ რეაგირებას ვახდენთ ხოლმე. რამდენი რეგულაციაც არ უნდა შემოვიღოთ, მაინც კლიენტი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ანუ ეს წესები მათ შორის არ უზრუნველყოფს 100%-ით მომხმარებლების დაცვას, თუმცა ის ძირითადი მომენტები, რასაც იყენებენ ხოლმე თაღლითები, მომხმარებლის მოტყუებას და სარისკო ოპერაციების განხორციელებას, ამას გარკვეულწილად შეამცირებს ჩვენი მოსაზრებით და პლუს მომხმარებელს ექნება ვადა, კარგად მოიფიქროს ოპერაციის შესრულება რამდენად ურისკოა მისთვის და რამდენად სურს, რომ განახორციელოს”,- აღნიშნავს ლაშა გზირიშვილი.








