ჩიბათის საჯარო სკოლის  მოსწავლე, ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის მონაწილეა

მასწავლებლის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეს გვაცნობს, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის მონაწილეა:

”გვანცა ლანჩხუთის რაიონ სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის  მოსწავლეა და ის ევროკავშირის დაფინანსებით შექმნილი მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე გვიყვება.”
„ძალიან მომწონს მოძრავი უნივერსიტეტის იდეა, რადგან სწორედ იმ ადამიანებს აძლევს განათლების მიღების შესაძლებლობას, რომლებსაც ამის საშუალება ნაკლებად აქვთ. პროგრამა შემეცნებითია და მგონია, რომ ერთი შეხვედრის შემდეგაც კი ყველა მოსწავლე სხვანაირად შეხედავს განხილულ მნიშვნელოვან საკითხს, ისევე როგორც – მე. იპოვის მოტივაციებს იმ ადამიანების ისტორიებში, რომლებზეც მოწვეული ლექტორები გვიყვებოდნენ.
ჩემს სოფელში ბევრ ასეთ შეხვედრას ვისურვებდი, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენდა მოტივაციას ” – გვანცა გოგიტიძე, 16 წლის, მოძრავი უნივერსიტეტის მონაწილე.
Gvantsa Gogitidze
May be an image of 1 person, outdoors and text
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share