სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში პირველი თებერვლიდან დაწყებასთან დაკავშიკრებით ინფორმაცია სკოლებმა უკვე მიიღეს.
“დიახ, ვგეგმავთ დაწყებას, მიმდინარეობს პედაგოგთა ტესტირება, და იმის მიხედვით გადაწყდება. შეიძლება სადმე დარჩეს ჰიბრიდული მოდელი”-გვითხრა ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ.
“აღსანიშნავია, რომ იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება სამედიცინო პროტოკოლი მკაცრად იქნება დაცული და მოხდება მასწავლებელთა სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ”-ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ საბავშვო ბაღებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, მოქმედი რეგულაციები უნარჩუნდება 1 მარტამდე.