კონკურსი “ჩემი დიდგორი”კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა დიდგორის ბრძოლის 900 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოაცხადა. გამარჯვებული ორი დღის წინ გამოვლინდა. ( განაცხადის მიღება 1 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა. ავტ.)
საქართველოს მასშტაბით საუკეთესო ანიმაციური მოდელირებისთვის ჟიურიმ გამარჯვებულად ოზურგეთის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, დავით შარაშენიძე დაასახელა, რომლის ნამუშევარი მთლიანად თიხით იყო შესრულებული. ნამუშევარი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და როგორც ავტორი გვეუბნება, მის შესაქმნელად დაახლოებით ათი დღე დასჭირდა.
მასწავლებელი: თამარ თავართქილაძე.