კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე თანამდებობიდან გადადგა.
არსებული ინფორმაციით, ანთიძის განცხადება წასვლის თაობაზე, უკვე დააკმაყოფილა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც “მთავარს” კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
თუმცა, გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს თავად ანთიძე და “მთავარის” ვებგვერდს უთხრა, რომ ყველაფერს “ცოტა ხანში” იტყვის.
ანთიძე აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.