2021 წელს, მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობამ 350 959 ერთეული შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ – 174 379, – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი რეგისტრირებული ოჯახი თბილისში დაფიქსირდა და 67.0 ათასი შეადგინა, მიმღებთა რაოდენობა კი 38.0 ათასით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ “რეგისტრირებულში” იგულისხმება ოჯახი, რომელიც ითხოვს დახმარებას და რეგისტრირდება ბაზაში; მიმღებს კი სახელმწიფო დახმარება ერიცხება. გამოდის, რომ საარსებო შემწეობის მოთხოვნა დაახლოებით ნახევარს უკმაყოფილდება.