არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოს” ხელმძღვანელი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში წერს:
”დღეს, ლიხაურში “ენერგოპრომ” ლიხაურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ასასვლელ “სოხახის” ფერდობზე ხეები მოჭრა, დააწყო სატვირთოზე და წაიღო.
ამ ფერდობზე სასაფლაოებია და მერე ეკლესია. ეს ხეები ამაგრებს ფერდობს. ვანდალურად ხეების მოჭრა კვლავ გრძელდება და მათი გატანა სოფლიდან.
კომპანიას მოუწევს შეხვდეს სოფელს: გააცნოს მას პროექტი, მოსაჭრელი ხეების სია, ექსპერტთა დასკვნები, ნებართვები, ასევე რეგისტრირებული ძაბვის ხაზების დოკუმენტაციები.
თუ მაინც გააგრძელებს ხეების მოჭრას, სოფელი გამოვა.
უმჯობესია ნათელი მოეფინოს ყველა სადავო საკითხს.” – წერს ირმა გორდელაძე.