Jingle Bells – ყველასათვის კარგად ნაცნობი მელოდიაა, რომელიც საახალწლო დღესასაწაულების არაოფიციალურ ჰიმნად ითვლება, მაგრამ ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, თუ რატომ ასოცირდება შობა-ახალ წელთან სიმღერა, რომლის ტექსტში ერთი სიტყვაც არაა ნახსენები ამ ორი დღესასწაულის შესახებ. მოდით, ერთად გადავხედოთ კომპოზიციის შექმნის ისტორიას და პოპულარობამდე მის მიერ განვლილ გზას და გავიგოთ, თუ როდის, ვინ და რატომ დაწერა Jingle Bells და როგორ გახდა ის შობა-ახალი წლის ჰიმნი.
სიმღერის ავტორად ითვლება ამერიკელი ჯეიმს პიერპონტი. ის 1822 წელს დაიბადა ბოსტონელი პასტორის ოჯახში. როცა ბიჭუნას 10 წელი
შეუსრულდა, ის სასწავლებლად გაგზავნეს სკოლა-ინტერნატში. სწორედ იქ სწავლისას ნახა ბიჭუნამ პირველად თოვლი. ის აღფრთოვანებულ წერილებს წერდა დედას და უამბობდა პირველი თოვლის ნახვით და ციგაზე სრიალით მიღებულ შთაბეჭდილებებზე. ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ემოციები დაედო საფუძვლად სიმღერის ტექსტს.
პიერპონტი ბავშვობიდანვე დაუდგრომელი ხასიათით გამოირჩეოდა: 14 წლისა ის ინტერნატიდან გაიპარა და იუნგად მოეწყო გემზე. მან 9 წელი გაატარა ხომალდზე და შემდეგ საბოლოოდ დაფუძნდა მასაჩუსეტში, სადაც ცოლ-შვილს მოეკიდა და მშვიდი ცხოვრება დაიწყო. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ის ისევ გაიტაცა თავგადასავლების ძიების წყურვილმა და ოქროსმაძიებელთა რაზმს შეუერთდა, მაგრამ ამ ავანტიურას მისთვის წარმატება არ მოუტანია: ორიოდე წელიწადში პიერპონტი ჯიბეცარიელი და გაკოტრებული დაბრუნდა სახლში, სადაც ცოლი და ორი შვილი ელოდებოდა. 1853 წელს ჯეიმსი თავის ძმასთან გაემგზავრა ჯორჯიის შტატში და ქალაქ სავანის ეკლესიიის მუსიკალური დირექტორი გახდა. პარალულურად ის კერძო გაკვეთილებს იღებდა სიმღერასა და ორღანზე დაკვრაში. სწორედ ამ დროს შექმნა პიერპონტიმ თავისი პირველი სიმღერები.
ტექსტი სიმღერისა The One Horse Open Sleigh პირველად 1857 წელს გამოქვეყნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პიერპონტმა მასზე მიიღო საავტორო უფლება. ორიოდე წლის შემდეგ კი კომპოზიციას საბოლოდ ეწოდა სახელი Jingle Bells.

მსგავსი სტატიები
- 99
გია ხუხაშვილი ქალაქისგან მოშორებით, მყუდრო და კომფორტულ ბინაში მეუღლესთან, შვილსა და რძალთან ერთად ცხოვრობს. სახლი, რომელიც ბატონმა გიამ საკუთარი დიზაინითა და გემოვნებით მოაწყო, პატარა ხუხაშვილის მოლოდინშია. ცნობილმა ექსპერტმა შინ გულთბილი მეგზურობა გაგვიწია. - ამ სახლის გვერდზე ნაგავსაყრელი იყო, გრიშა ონიანს ვთხოვე, ეს ნაგავი მაწუხებს და იქნებ გაწმინდოთ-მეთქი. მითხრა, მე მეზარება და…
- 99
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. ილია ჭიღლაძე სამების სახურავის გაყიდვას და თანხის გაჭირვებულებისთვის დარიგებას ითხოვს. “საქართველოში 6 წლიდან 16 წლამდე 10404 ბავშვი სკოლის გარეშეა! ეს ნიშნავს, რომ 6 წლიდან 16 წლამდე ასაკის ათიათასზე მეტი ბავშვი და მათ დამატებული მათი 6…
- 99
კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა საშობაო ეპისტოლე სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად გამოაქვეყნა. მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ქართულ ტექსტს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს. „ეკლესიას სისავსეს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ბეთლემში შობილი იესო ქრისტესი * * * ქრისტეში ყოვლად ღირსეულნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, ვმოგზაურობთ ყოვლადწმინდა ქალწულთან ერთად, და მადლიერების გრძნობით გამსჭვალულნი, მოუთმენლად…
- 99
ჭყონდიდის ეპარქიაში 350 ადამიანისთვის სუფრა იშლება. ყოველგვარი რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინების გარეშე, ტრაპეზს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან, მარტვილში, ორგანიზებულად ჩაყვანილი მრევლი დაესწრება. ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს ღვთისმშობლის ის ხატი დააბრძანეს, რომელის "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს აფხაზეთიდან უკან დაუბრუნეს. არსებული ინფორმაციით, სწორედ ირმა ინაშვილისა და თარხან მოურავის ორგანიზებით ჩაიყვანეს მრევლი მიკროავტობუსებით სამეგრელოში და…